ავტორი:

"სახელმწიფო უსაფრთხოების ცენტრალური ინსტიტუტი რომ ვერ უზრუნველყოფს თავის შიდა უსაფრთხოებას, ეს არის ქვეყნისთვის კატასტროფა" - გახარია

"სახელმწიფო უსაფრთხოების ცენტრალური ინსტიტუტი რომ ვერ უზრუნველყოფს თავის შიდა უსაფრთხოებას, ეს არის ქვეყნისთვის კატასტროფა" - გახარია

"სახელმწიფო უსაფრთხოების ცენტრალური ინსტიტუტი რომ ვერ უზრუნველყოფს თავის შიდა უსაფრთხოებას, ეს არის ქვეყნისთვის კატასტროფა", - ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ წამყვანის შეკითხვას, იცოდა თუ არა შსს მინისტრად მუშობის დროს, რომ ასეთი მასშტაბური მოსმენა-მიყურადება-თვალთვალი მიმდინარეობდა და ამ ყველაფრის დასაწყობება და შესაფერისი დროისთვის გადანახვა ხდებოდა.

"არა, არ ვიცოდი... სახელმწიფო უსაფრთხოების ცენტრალური ინსტიტუტი რომ ვერ უზრუნველყოფს თავის შიდა უსაფრთხოებას, ეს არის ქვეყნისთვის კატასტროფა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი ზღუდე არის მორღვეული, ხვალ ზეგ რაღაც სერიოზული გამოწვევბი რომ შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავდეს, ზრუნავს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ განზომილებაზე და ეს არასწორია. მე ვიცი, რომ სუს-ში უამრავი ღირსეული ადამიანი მსახურობს, მაგრამ დღეს მათ უწევთ პოლიტიკური დავალებების შესრულება...

დღეს სახელმწიფო ზეწოლას, პოლიტიკური მიზნით ძალადობას, ახორციელებს ღიად, სამაგალითოდ იმისთვის, რომ შეეშინდეს სხვა მოქალაქეებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.