ჩამომსვლელი აქამდე ჩამოვიდოდა და სააკაშვილმა საერთოდ თუ გაბედა საქართველოსკენ გამოხედვა, ეს ერთმნიშვნელოვნად „ოცნებასთან“ შეთანხმებულად იქნება გაკეთებული, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გეგმების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აქტუალური პოლიტიკური ფიგურა არ არის.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა, სააკაშვილი საერთოდ აქტუალური პოლიტიკური ფიგურა არ არის და არც იყო არც ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით მხოლოდ და მხოლოდ „ოცნება“ აცოცხლებს. მე საერთოდ არ ვიცნობ მაგ ადამიანს და წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ როგორ აზროვნებს ეს ადამიანი, არ ვიცი და არც მაინტერესებს. მე ერთი რამ ვიცი, ჩამომსვლელი აქამდე ჩამოვიდოდა და სააკაშვილმა საერთოდ თუ გაბედა საქართველოსკენ გამოხედვა ეს ერთმნიშვნელოვნად „ოცნებასთან“ შეთანხმებულად იქნება გაკეთებული, როგორც ამნისტია გაუკეთეს მელიას და სამუდამოდ ჩააცვეს პოლიტიკური დევნილის მანტია, ზუსტად იგივე გაუკეთებენ მიშას, დარწმუნებული ვარ ამაში. ადამიანი გასამართლებულია და რა თქმა უნდა, უნდა დააკაონ, მაგრამ მელიას და რურუას თუ გაუკეთეს ამნისტია, ვითომ საერთაშორისო ზეწოლის ფარგლებში რა შეუშლით ხელს, რომ სააკაშვილსაც ამნისტია გაუკეთონ. გაუკვირდება ვინმეს?
„ნაციონალური მოძრაობა“ არის გუშინწინდელი დღე, „ოცნება“ სულ უფრო და უფრო სწრაფად მიემართება, რომ გახდეს გუშინდელი დღე და თან უნდა, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის“ დღეებში დაგვაბრუნონ და ჩვენ ეს არ გვინდა“, - განაცხადა გახარიამ.