ავტორი:

"ორი წლის წინ მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე და საპატრიარქოს შიდა ამბებს მიყვებოდა - მათ შორის იმას, რომ შიო რუსეთის კაცია და ერთხელ კინაღამ სცემა" - ეკა კვესიტაძე

"ორი წლის წინ მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე და საპატრიარქოს შიდა ამბებს მიყვებოდა - მათ შორის იმას, რომ შიო რუსეთის კაცია და ერთხელ კინაღამ სცემა" - ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფარული ჩანაწერების თემას ეხმაურება და წერს:

"ორი წლის წინ მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე (ალბათ, არა მხოლოდ მე ) და საპატრიარქოს შიდა ამბებს მიყვებოდა - მათ შორის იმას, რომ შიო რუსეთის კაცია და ერთხელ კინაღამ სცემა. არასდროს მიკადრია, მისი ფარულად ჩაწერა. რადგან ეთიკის დაცვა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, იაკობისნაირებთანაც კი. ხოდა, ეს საუბრებიც არის გამოქვეყნებულ მასალებში", - წერს კვესიტაძე.

პოსტის კომენტარებში ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე წერს, რომ მას "სპირიდონი ურეკავდა".

ცნობისთვის, 12 სექტემებრს, გვიან ღამით, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომელიც მათი მტკიცებით, შეიცავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ოპერატიულ მასალებს. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.

მედიაში გამოითქმის ვარაუდი, რომ ინფორმაცია სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა.