ავტორი:

"მომივიდა რეპორტი გერმანულ ენაზე... მაინც ვერ მომერევიან ეს პატარა ადამიანები" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი

"მომივიდა რეპორტი გერმანულ ენაზე... მაინც ვერ მომერევიან ეს პატარა ადამიანები" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი "ინსტაგრამზე“ აქვეყნებს ვიდეომიმართვას, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელში მის "სთორებს" არეპორტებენ.

"პატარა ისტორიას მოგიყვებით ჩემს დღევანდელ დღეზე. ცოტა ხნის წინ მომივიდა რეპორტი "ინსტაგრამზე", გერმანულ ენაზე. მინდა გითხრათ, რომ შური და ბოღმა ძალიან ცუდი ამბავია, ამით შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავს ავნოთ.

თუ გაღიზიანებთ ჩემი სთორები, ნუ უყურებთ, ჩემს რეპორტებს თავი დაანებეთ იმიტომ, რომ მაინც ვერ მომერევიან ეს პატარა ადამიანები.

მკითხეს, ვინ არის ის გერმანელი ადამიანი, ვინც ჩემს სთორებს არეპორტებს და ჩემი ინსტგარამის სთორების ყურების მეტი საქმე არ აქვს - არ ვიცი, ვინ არის. ალბათ, თავისი ცხოვრებით ძალიან უკმაყოფილოა“, – ამბობს დოროყაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს ჰყავს გერმანელი მეგობარი გოგონა, შარლოტა ელენა, რომელიც თავადაც ჩოგბურთელია. ის საქართველოს ხშირი სტუმარია და აქ გადაღებულ ფოტოებს "ინსტაგრამზეც" აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში მან კორონავირუსს მადლობაც კი გადაუხადა, იმისთვის რომ საქართველოში მოუწია კარანტინის გატარება.