ავტორი:

"დედა ერთ დროს პოპულარული მომღერალი იყო საქართველოში..." - როგორც ცხოვრობს რუსეთში ნათია რიგვავა და ვინ ურჩია "ახალ ტალღაზე" "იაგუნდის" შესრულების იდეა?

"დედა ერთ დროს პოპულარული მომღერალი იყო საქართველოში..." - როგორც ცხოვრობს რუსეთში ნათია რიგვავა და ვინ ურჩია "ახალ ტალღაზე" "იაგუნდის" შესრულების იდეა?

ბოლო რამდენიმე წელია, "იურმალის" კონკურსი, რომელსაც ახლა "ახალი ტალღა" ჰქვია, სოჭში ტარდება და მასში ქართველი მომღერლები აღარ მონაწილეობენ. თუმცა ამ კონკურსზე ადრე არაერთი ქართველი გამოსულა, რომლებმაც უნიკალური შესრულებით მსმენელებსაც თავი დაამახსოვრეს და გაიმარჯვეს კიდეც. ალბათ დღემდე ბევრს ახსოვს სოფო ხალვაშის, დუეტ "ჯორჯიას", ნუცა ბუზალაძისა და სხვების გამოსვლები. შესარჩევი კონკურსი საქართველოში ტარდებოდა და "იურმალაზე" წარსადგენ კანდიდატს სპეციალური ჟიური ირჩევდა, მერე "პირველი არხის" პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა მთელი ღონისძიება.

წელს საქართველოს სახელით სოჭში ნათია რიგვავა გამოჩნდა, რომელმაც ქართველების საყვარელი სიმღერა, "იაგუნდი" შეასრულა. ნათიას ამ გამოსვლას სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი და კრიტიკა მოჰყვა. ქართველმა მაყურებელმა ახალგაზრდა გოგონა გააკრიტიკა და მას ნამღერი დაუწუნა. ბევრმა იმის გამოც გააკრიტიკა, რომ საქართველოს სახელით გამოვიდა. სამწუხაროდ, გოგონამ კონკურსში ვერ გაიმარჯვა და ოცნება ვერ აისრულა.როგორც რუსული მედიისთვის მიცემული ინტერვიუებიდან გაირკვა, 25 წლის ნათია რიგვავა მოსკოვში ცხოვრობს. დამთავრებული აქვს გნესინების სახელობის სამუსიკო სასწავლებელი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში. "ახალი ტალღის" რუსულენოვანი ბლოგისთვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, რომ გოგონა ბავშვობაში ვალერი მელაძესთან ერთად დუეტის ჩაწერაზე ოცნებობდა. უყვარს ჩოგბურთი და ცურვა, დროის გატარება ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

სცენაზე დგომა ბავშვობიდან სურდა. უყვარს ცეკვა. როგორც ამბობს, შვიდი წელი ქართულ ცეკვებზე დადიოდა, ასევე ხიბლავს ლათინურამერიკული ცეკვები. ბავშვობაში თურმე "პუშკარევას ეძახდნენ": "მქონდა სათვალე, როგორიც კატია პუშკარევას სერიალიდან "ნუ დაიბადები ლამაზი", რომელიც ძალიან პოპულარული იყო და ამიტომ ეს სახელი შემარქვეს", - ამბობს ნათია.

გოგონას ძალიან ჰყვარებია კინო. მისი საყვარელი ფილმებია: "წვიმის კაცი", "წყეულთა კუნძული", "მანდარინები", "ცეკვა სიბნელეში", "სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა" და ა.შ. გოგონას საყვარელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერია. კერძებიდან უპირატესობას მეგრულ ხაჭაპურს ანიჭებს. მისთვის უდიდესი ღირებულება ოჯახის ერთიანობა და ერთმანეთის სიყვარულია. ინტერვიუში დიდი სიყვარულით საუბრობს თავის დიდ ოჯახზე:

"ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს: მე მყავს ექვსი ბიძა და ერთი დეიდა. ბევრი და, ძმა, ძმისშვილები. ჩვენ ყველანი სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ხშირად ვიკრიბებით საქართველოში, მოვფრინავთ მთელი მსოფლიოდან დედამიწის ყველაზე საყვარელ წერტილამდე! ოთხი წლის წინ მამა გარდამეცვალა. ის ახლა ჩემი ძალაა. ყველაფერი, რასაც მე ვიღებ, ყველაფერი ჩემი რწმენისა და ზემოდან მხარდაჭერის შედეგია", - ამბობს ნათია და დასძენს, ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანების დაკარგვის მეშინიაო. იმაშიც დარწმუნებულია, რომ თუ ადამიანი ბევრს იშრომებს და მიზანს დაისახავს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. "მინდა შევქმნა მაღალი ხარისხის მუსიკა.

ბებიაჩემი ბავშვობაში ხშირად მიმღეროდა "იავნანას". ჩემი მუსიკალური ნიჭიც პირველად მან შენიშნა. ექვსი წლის რომ გავხდი, დედამ მუსიკალურ სკოლაში შემიყვანა. ჩემი ოჯახიც მუსიკალურია. დედა ერთ დროს საკმაოდ პოპულარული მომღერალი იყო საქართველოში... მახსოვს 2008 წლის ფინალის ნათელი მომენტიც, როდესაც დუეტმა "საქართველომ" მოიგო... მთელ ოჯახს უხაროდა მათი გამარჯვება. სასიამოვნო მოგონებებია! მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ საქართველოს დროშა სცენაზე გამეტანა და მებრძოლა გამარჯვებისთვის, დიდი ოჯახის ნაწილი გავმხდარიყავი, სახელწოდებით "ახალი ტალღა"...როდესაც სიმღერებს ვირჩევ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა გულამდე ჩემს ძარღვებში გაიაროს. ყველას გისურვებთ, არ ინერვიულოთ! მე კი ჩემს თავს ვეტყვი: ნათია, ეს წელი შენია. დარწმუნდი, რომ გამარჯვების დროშა შენ უკან დგას. მე ვიცი, რომ შეგიძლია", - ამბობს გოგონა "ახალი ტალღის" რუსულენოვან ბლოგში.

ნათიამ წელს ეს ოცნება, სამწუხაროდ, ვერ აისრულა. თუმცა ბუნებრივია, მომავალშიც გააგრძელებს მიზნისკენ სვლას. გოგონას კიდევ ერთი ინტერვიუ ყაზახურ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა. გამოცემა "ელლეში" სტატია ასეთი სათაურით დაიბეჭდა: "მე სამართლიანი, მეოცნებე "ფსიხი" ვარ". ინტერვიუს ნათია ასე იწყებს:..წაიკითხეთ სრულად