32 წლის ნუცა მაღლაკელიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგონას რამდენიმე თვის წინ სიმსივნე ფილტვთან და გულთან, შუასაყარზე დაუდგინდა.
სიმსივნე მეოთხე სტადიაში იყო და შესაბამის მკურნალობას საჭიროებდა. მალევე ნუცას დასახმარებლად სრულიად საქართველო გაერთიანდა და გოგონამ მკურნალობა სტამბოლის კლინიკაში გააგრძელა.
დღემდე ნუცა მაღლაკელიძეს რამდენიმე ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ჩაუტარდა. გუშინ კი გოგონას კლინიკაში ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთდა. დონორი მისივე ძმა იყო.
"ძლიერად უნდა დავდგეთ.ვერ გაუძლო ჩვენი გოგოს გულმა.აღარ გვყავს ამქვეყნად.იმ ქვეყნიდან ისევ ისე ვეყვარებით.როგორც ჩვენ გვეყვარება გაუნელებლად.მადლობა უდიდესი თქვენ... გვერდში დგომისთვის" - წერა სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში, რომელიც თვეების წინ "ნუცასთვის" შეიქმნა და სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი იყო გაწევრიანებული.