ავტორი:

"მე მას მოვუწოდე, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან" - რას წერს ევროპარლამენტარი სააკაშვილზე

"მე მას მოვუწოდე, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან" - რას წერს ევროპარლამენტარი სააკაშვილზე

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი მიხეილ სააკაშვილსა და ევროპარლამენტარებს შორის გამართულ შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

"ევროპარლამენტარებსა და მიხეილ სააკაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე მე მას მოვუწოდე, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის გამოიყენოს, პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ", - წერს კალიურანდი "ტვიტერზე".