ავტორი:

"დაველოდოთ გამოძიებას - ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება" - კახა კალაძე ჩანაწერებზე

"დაველოდოთ გამოძიებას - ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება" - კახა კალაძე ჩანაწერებზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და გამოძიების დასრულებამდე, წინასწარ საუბარი რთული იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულ ქმედებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„გუშინ შესაბამისმა სამსახურებმა განცხადებები გაავრცელეს, დაწყებულია გამოძიება, ვინ ავრცელებს, ვინ ინახავს, როგორ მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება. ასე რომ, ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს. დაველოდოთ გამოძიებას. წინასწარ საუბარი ცოტა რთულია. ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას შესაბამისი, მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.