ავტორი:

"მიყვარხარ და მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია" - ბუბა მირცხულავა მამა გახდა

"მიყვარხარ და მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია" - ბუბა მირცხულავა მამა გახდა

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ბუბა მირცხულავა (იგივე ბაქარი) პირველი შვილის მამა გახდა. ამის შესახებ მსახიობი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"დაიბადა ზურაბ (ზუკა) მირცხულავა. სოფო ანდღულაძე მიყვარხარ და მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია", - წერს ბუბა ხურცილავა.

ცნობისთვის, მსახიობის მეუღლე სოფო ანდრულაძეა. წყვილი პანდემიის დროს დაქორწინდა.

ცოტა ხნის წინ მსახიობი, ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობდა:

"რაც ყველაზე მეტად "მტკივა“, ისაა, რომ 13 წლიდან ვმუშაობ და ყოველთვის ჩემი ფული მქონდა. ახლა 22 წლის ვარ, ცოლი მოვიყვანე, მაგრამ არც სამსახური მაქვს და არც ხელფასი - ჯიბეგაფხეკილი ვარ (იცინის). ეს პერიოდი ვერ ვმუშაობ. რაც შეეხება ოჯახურ ცხოვრებას, ჯერ ადაპტაციის პერიოდია. მე დიდი ოჯახი მაქვს: ბებია, დედა, მამა, ძმები, და - ყველა ერთად ვცხოვრობდით და მე სახლის საქმეების კეთება არ მიწევდა. ახლა აქ რომ სარეცხს ვფენ და ჭურჭელს ვრეცხავ, ეს ამბავი ცოტა მეუცხოება, მაგრამ ყველაფერს სოფოს ხომ ვერ გავაკეთებინებ. მინდა, დავეხმარო. ძალიან კი მეზარება, მაგრამ ვცდილობ, არ შევიმჩნიო (იცინის). ბიჭისთვის ისე ცხოვრება მაინც ფუფუნებაა (იცინის). გოგო ასე თუ ისე სულ ეხმარება დედას, სოფოც ცოტ-ცოტას სახლშიც აკეთებდა და იმდენად ვერ გრძნობს სხვაობას. ახლა საქმე მოემატა, მაგრამ მისთვის ეს დიდი სიახლე არაა. ჩემთვის ჯოჯოხეთია, იმიტომ, რომ აქამდე ფეხი ფეხზე მქონდა ხოლმე გადადებული (იცინის).

ჯოჯოხეთი უტრირებულია, მაგრამ რეალურად, ფეხიფეხზეგადადებული მდგომარეობიდან, ამ მდგომარეობაზე გადასვლას ცოტა შეჩვევა სჭირდება.ძალიან დიდი მადლობა ჩემსა და სოფოს ოჯახს, ამ ეტაპზე მათ კისერზე ვართ. ბევრს არ ვითხოვთ, ვცდილობთ, არ შევაწუხოთ, მაგრამ ყველაფერში ისინი გვეხმარებიან. მეც მაქვს რაღაც გეგმები, რომელიც იმედია, განხორციელდება და სერიალიც, ალბათ, დაიწყება. არ მომერიდება თქმა, რომ 2020 ჩვენთვის კარგი აღმოჩნდა. ზოგადად, ცუდი წელია, მაგრამ პირადად ჩემთვის ამაზე უკეთესი რაღა უნდა მომხდარიყო?!" - ამბობდა ბუბა მირცხულავა ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას.