ავტორი:

"ჩვენი დროის დიდი რეფორმატორი" - სად შეხვდა მიხეილ სააკაშვილს ნათია რიგვავა, რომელიც წელს "ახალ ტალღაზე" ბოლო ადგილზე გავიდა

"ჩვენი დროის დიდი რეფორმატორი" - სად შეხვდა მიხეილ სააკაშვილს ნათია რიგვავა, რომელიც წელს "ახალ ტალღაზე" ბოლო ადგილზე გავიდა

ნათია რიგვავა ქართულმა საზოგადოებამ ერთი თვის წინ გაიცნო. ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე მომღერალი „ახალ ტალღაზე“ საქართველოს სახელით მონაწილეობდა და ბოლო ადგილზე გავიდა.

ნათია რიგვავას შესახებ ქართულ მედიაში ბევრჯერ დაიწერა, მაგრამ როგორც მისი ინსტაგრამის გვერდიდან აღმოვაჩინეთ ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია და უფრო მეტიც, პირადადაც იცნობს.

ორი წლის წინ კი უკრაინაში სტუმრობისას ექსპრეზიდენტთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს, რიგვავა და სააკაშვილი შინაურ გარემოში. სახლში კი სადაც სტუმრად არიან კედელზე ლადო გუდიაშვილის ტილო კიდია.

„ჩვენი დროის ყველაზე დიდი რეფორმატორი. ის წავიდა, მაგრამ დაბრუნებას დაგვპირდა. მე მჯერა მისი, მადლობა ყველაფრისთვის “ - წერს ნათია ფოტოებზე, რომელსაც ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

რიგვავასა და სააკაშვილის გაცნობა, როგორც ჩანს ერთჯერადი ხასიათის იყო, რადგან "ახალ ტალღაზე" გამოსული და ქართველებისგან "მწარედ" გაკრიტიკებული ქალის დასაცავად მიხეილ სააკაშვილს სიტყვა არ უთქვამს.

ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ნათია რიგვავა ასევე ამბობს, რომ დედა, ხათუნა, ოდესღაც საქართველოში ცნობილი მომღერალი იყო, თუმცა ხათუნა რიგვავა - ამ სახელითა და გვარით მომღერალი არ იძებნება. შესაძლოა იქამდე იყო ცნობილი მომღერალი, სანამ დაოჯახდებოდა და მეუღლის გვარზე გადავიდოდა.

რეალურად კი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ საქართველო წელს პირველად გამოჩნდა კონკურსზე „ახალი ტალღა“, თუმცა ჩვენი ქვეყანა რუსეთში მცხოვრებმა ეთნიკურმა ქართველმა ნათია რიგვავამ წარადგინა. მისი შესრულება ქართველმა მომღერლებმა და კომპოზიტორებმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. როგორც ჩანს, კმაყოფილი არ დარჩა ჟიურიც, რადგან კონკურსანტი ბოლო ადგილზე გავიდა. ჟიურის შეფასების შედეგების თანახმად, კონკურსის ფინალში ნათია რიგვავამ სხვადასხვა ქვეყნების 11 ფინალისტს შორის ყველაზე ნაკლები ქულა (75) დააგროვა.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროპული ქვეყნების ნაწილმა ლიტვა, ესტონეთი, ისრაელი, გერმანია, ფინეთი და პოლონეთი, კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამ სიაშია საქართველოც.

„ახალი ტალღის“ 19 წლის არსებობის ისტორიაში საქართველო ცხრაჯერ მონაწილეობდა. აქედან ორჯერ დაიკავა პირველი ადგილი „დუეტი ჯორჯია“ (2008 წელი), ნუცა ბუზალაძე (2014 წელი).

კონკურსი 2002 წლიდან 2014-ის ჩათვლით ტარდებოდა ლატვიის ქალაქ იურმალაში. 2015 წელს ფესტივალის ჩატარების ადგილმა სოჭში გადაინაცვლა.