ავტორი:

"მთავარი არხის" ოპერატორი კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა - სერიოზული დაზიანება არ აქვს" - მდინარაძე

"მთავარი არხის" ოპერატორი კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა - სერიოზული დაზიანება არ აქვს" - მდინარაძე

"მთავარი არხის" ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა - პირველადი მონაცემებით, სერიოზული დაზიანება არ აქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბექა ყორშია და მისი ოპერატორი, სამწუხაროდ, სახელი და გვარი ჯერჯერობით არ ვიცი, მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია არავის გაგიკვირდებათ ალბათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და კითხულობდა „ჩლიქოსანს“, შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენელს. საუბარია, რომ ასე ჩვენი მერობის კანდიდატს მოიხსენიებდა.

მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, უკანა სვლით "მთავარი არხის" ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც არის იქ ე.წ ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირი, წამოედო ამ მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ანუ, ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებია სერიოზული დაზიანება ოპერატორს არ აქვს. თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: რომ დამეზუსტებინა ინფორმაცია, ოთხჯერ ვესაუბრე ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს ქარელში, არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. მთელი პასუხისმგელობით, პირდაპირ, გადაჭრით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ მოიტყუა, იცრუა არათუ მეორე სართულიდან გადმოგდება, ფიზიკური შეხება არ ყოფილა და არც მეორე სართულიდან ყოფილა ვარდნა. სამართალდამცველბი ამ თემას გამოიძინებენ დეტალურად“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პრესსამსახურის თანამშრომლები ვიდეო და ფოტომასალას მიაწვდიან მედიას, რითაც კიდევ ერთხელ იქნება „მხილებული ტყუილი“.