ავტორი:

ექსპრეზიდენტის ფოტოები ყოფილ ცოლთან და შვილიშვილებთან ერთად - ტასო ვირსალაძე საქართველოშია

ექსპრეზიდენტის ფოტოები ყოფილ ცოლთან და შვილიშვილებთან ერთად - ტასო ვირსალაძე საქართველოშია

ტასო ვირსალაძე სოციალურ ქსელში ყოფილ მეუღლესთან და შვილიშვილებთან ერთად საქართველოში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ვირსალაძეს საერთო შვილი ანა მარგველაშვილი ჰყავთ.

ანას მეორე შვილი 2020 წლის დეკემბერში შეეძინა.

"პირველად შვილიშვილი ოთხი წლის წინ დავიჭირე ხელში და ახლა ისევ გავხდი ბებია, მაგრამ ის ჯერ ხელიდან არ გამიშვია. ველოდები შენს ნახვას კირა, დაბადების დღეს გილოცავ...“ - წერდა მაშინ ტასო ვირსალაძე სოციალურ ქსელში.

ტასო ვირსალაძე გიორგი მარგველაშვილის პირველი მეუღლეა. წყვილი წლების წინ დაშორდა და ქალიშვილთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ტასო 16 წლის იყო, ანა რომ შეეძინა.

პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა მეორედ იქორწინა. მისი მეუღლე ხათუნა აბაშიძე გახლდათ. ხათუნას და გიორგის ოჯახურმა თანაცხოვრებამ 9 წელი იარსება და შემდეგ დაშორდნენ. ხათუნა ლევან ყიფიანზე დაქორწინდა, გიორგი მარგველაშვილმა მაკა ჩიჩუაზე. მაკას და გიორგის ორი საერთო შვილი ჰყავთ.

მას შემდეგ, რაც მარგველაშვილს პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა, წყვილი შვილებთან ერთად დუშეთში აგარაკზე ცხოვრობს. ანა მარგველაშვილს კი პირველი შვილი გიგი ჩიჩუასთან ქორწინებისას შეეძინა. წყვილი მალე განქორწინდა. ანა ახლა მეორე ქორწინებაში იმყოფება, თუმცა ამჯერად პირადი ცხოვრების საჯაროობისგან თავს იკავებს.