ავტორი:

მკვლელი ბიჭს ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა - ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

მკვლელი ბიჭს ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა - ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

ვერაზე, დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელია 8 ტყვია მოხვდა, "მთავარის" ინფორმაციით, დაჭრილი იტალიაში მცხოვრები, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული, გია კვარცხელიას შვილია, თუმცა ახალგაზრდას კრიმინალთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

თავდამსხმელი ბიჭს ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული კონფლიქტი სროლით დასრულდა. მკვლელმა ბიჭს 9-ჯერ ესროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან ავტომობილით მიიმალა.

ინტერნეტში იძებნება ინფორმაცია გარდაცვლილ ახალგაზრდაზე, როგორც ირკვევა ის ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა და დაარსა პლატფორმა "Feedc"-ი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.