ავტორი:

"ჩუმად ყოფნას მირჩევნია, მომკლან" - ავღანელი ქალების ფერადი სამოსით პროტესტი "თალიბანის" წინააღმდეგ, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა

"ჩუმად ყოფნას მირჩევნია, მომკლან" - ავღანელი ქალების ფერადი სამოსით პროტესტი "თალიბანის" წინააღმდეგ, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა

მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" ავღანეთის მართვა დაიწყო, პირველ რიგში, მკაცრი წესები ქალებს დაუწესა და თავისუფლება, რომელიც იქ მცხოვრებმა ქალებმა მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს, უკვე შეიზღუდა. მათი დიდი ნაწილი აცხადებს, რომ არ აპირებენ "თალიბებს" დაემორჩილონ და მზად არიან იბრძოლონ, სიცოცხლის რისკის ფასადაც კი.

უკვე გაიმართა ავღანეთის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ქალების "თალიბანის" საწინააღმდეგო დემონსტრაციები, რომელსაც ახლა სოციალურ ქსელში მოჰყვა პროტესტის ტალღა.

ონლაინ კამპანიის ფარგლებში, ავღანეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ავღანელი ქალები აქვეყნებენ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ აცვიათ ფერადი სამოსი. ისინი გაერთიანდნენ ჰეშთეგის - #DoNotTouchMyClothes (არ შეეხო ჩემს სამოსს) გარშემო.

პროსტესტი არის პასუხი ქაბულის უნივერსიტეტში გამართულ დემონსტრაციაზე, რომელიც "თალიბანის" მიერ იყო ორგანიზებული და სადაც დაახლოებით, 300 ქალი შავი სამოსით იყო შემოსილი, მათ დაფარული ჰქონდათ სახე და ასევე არ უჩანდათ ხელები.

აფრიალებდნენ "თალიბანის" დროშას და ამბობდნენ, რომ მხარს უჭერენ მათ მებრძოლებს, ადამიანებს, რომლებმაც განცხადეს, რომ ქალებს არ ექნებათ უფლება დაიკავონ მაღალი რანგის სამთავრობო თანამდებობები და რომ სკოლები და უნივერსიტეტები უნდა იყოს გენდერულად დაყოფილი.

"ფერადი სამოსის ტარება დიახ, ეს ავღანელი ქალების ტრადიციაა, ასეთია ტრადიციული სამოსი", - წერს აქციაში ჩართული ერთ-ერთი ქალი.

კიდევ ერთმა კი გამოაქვეყნა დედის ფოტო, რომელიც წლების წინაა გადაღებული და მასზე ფერად სამოსში გამოწყობილი ავღანელი ქალები არიან აღბეჭდილნი.

My mom (with me in her belly), my khalas, and my sisters in Afghanistan dresses 🇦🇫🏔 #donottouchmyclothes #afghanistanwomen #AfghanistanCulture pic.twitter.com/P7i9bb0Em7
— ariana delawari (@arianadelawari) September 13, 2021

This is how Afghan women dress#DoNotTouchMyClothes #AfghanCulture #AfghanWomen pic.twitter.com/0E2iKIW2Ln
— Sophia Moruwat (@SophiaKhanm) September 13, 2021

Proudly wearing in our traditional, colourful, vibrant Afghan clothes #DoNotTouchMyClothes #AfghanWoman #AfghanistanCulture #AfganistanWomen pic.twitter.com/WfC0McjKFH
— Fatima Kakkar, MD,MPH (@DrFatimaKakkar) September 13, 2021

"თალიბანმა“ ძალაუფლება ხელში ახლა ჩაიგდო და მმართველობა მათ ქალების თავისუფლების შეზღუდვით დაიწყეს. მე დასაკარგი არაფერი მაქვს, ან ჩაკეტილი ვიქნები სახლში და ავერ გავარგრძელებ განათლების მიღებას, ან შემიძლია ვიბრძოლო მიუხედავად სიცოცხლის რისკისა. სჯობს, მომკლან, ვიდრე არაფერი ვთქვა“, - ამბობს ქაბულის უნივერისიტეტის სტუდენტი, სამირა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" ქვეყნის მართვა დაიწყო, ჩამოაყალიბა მამაკაცთა დროებითი მთავრობა. ავღანელი ქალები, განსაკუთრებით კი ურბანულ ცენტრებში მცხოვრებნი, შიშობენ, რომ თავისუფლება, რომელიც მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს, შეიზღუდება, რადგანაც მათ კარგად ახსოვთ 1996-2001 წლებში "თალიბანის" რეჟიმი, როცა ქალებს თანმხლები მამაკაცის გარეშე სახლის დატოვების უფლებაც კი არ ჰქონდათ

წყარო: The Guardian