ავტორი:

"ბრალი ედება 2 ან მეტი პირის მიმართ ძალადობაში. თანხებთან არის დაკავშირებული..." - ფოთის საპატრულოს უფროსს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

"ბრალი ედება 2 ან მეტი პირის მიმართ ძალადობაში. თანხებთან არის დაკავშირებული..." - ფოთის საპატრულოს უფროსს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს, თორნიკე იზორიას სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ის ბრალდებული ძალადობის ფაქტზეა.

დაზარალებული ქალის ადვოკატის ინფორმაციით, თორნიკე იზორია საკუთარ ბიზნეს-პარტნიორზე ძალადობდა და მათ შორის დავა ბიზნეს წილებს უკავშირდება.

„მას ბრალი ედება 2 ან მეტი პირის მიმართ ძალადობაში. ის მოქმედი პოლიციელია. კერძოდ, ფოთის საპარულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. ასევე, მუქარის მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, საქმე ეხება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით საკუთარი ბიზნეს პარტნიორის მიმართ სავარაუდო მუქარას.

„თანხებთან არის დაკავშირებული და როგორც კი ამაზე საუბარი დაიწყებოდა, ძალადობაზე გადადიოდა“, - აცხადებს ადვოკატი.

ის ადასტურებს, რომ ძალადობის ფაქტი არსრულწლოვნების თანდასწრებითაც ხდებოდა.

„გამოძიება აწარმოა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ. სხვა შემთხვევაში, ეს გამოძიება ობიექტურად ვერ დამთავრდებოდა. ამაში დარწმუნებული ვარ. მიმაჩნია, რომ ეს პიროვნება საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, შესაძლებელია კიდევ გაიმეოროს. რა შეუშლის ხელს, არც არაფერი“, - განაცხადა ადვოკატმა.