ავტორი:

"ქვეყანა კი არა საძაღლეთია! ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ სუსმა/პროკურატურამ პოლიტიკურ დაკვეთები აღარ შეასრულონ? რატომ ვითმენთ ამ ყველაფერს?" - გიორგი ზურაბიშვილი

"ქვეყანა კი არა საძაღლეთია! ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ სუსმა/პროკურატურამ პოლიტიკურ დაკვეთები აღარ შეასრულონ? რატომ ვითმენთ ამ ყველაფერს?" - გიორგი ზურაბიშვილი

სპორტული ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი ფარული ჩანაწერების თემას ეხმაურება და ბოლო წლებში საქართველოში შექმნილ ზოგად ვითარებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე აფასებს:

"ქვეყანა კი არა საძაღლეთი, საბოზეთი და საღორე ერთად არის ოფიციალურად! რატომ ვითმენთ ამ ყველაფერს? ხომ შეიძლება რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს საბჭოთა მენტური სისტემა ჩამოიშალოს და სუსმა/პროკურატურამ პოლიტიკურ დაკვეთები აღარ შეასრულონ? როგორ უტოპიურად ჟღერს, არადა რას ვითხოვ, დემოკრატიული სახელმწიფოს ანა ბანას ვლაპარაკობ. უკვე 30 წელზე მეტია დამოუკიდებლები ვართ, სახლის შენება წესით დამთავრებული უნდა გვქონდეს და ჯერ საძირკველიც არ გვაქვს ჩასხმული. საძირკველი თუ არ ჩავასხით, რაც არ უნდა ავაშენოთ, ის მაინც ძალიან მალე დაინგრევა და ამ ნანგერვებში ტრაგიკულად მთელი თაობები ყვება.

ეს საბჭოთა სისტემა როდესაც მოგვცილდება, ჩვენი შველა მაშინ დაიწყება, მაგრამ მანამდე ადამიანებმა თუ არ გამოვიღვიძეთ და თავმოყვარეობის გრძნობა არ დავიბრუნეთ, ისე არაფერი შეიცვლება. რამდენი რამე უნდა გავატაროთ? და რატომ, რისთვის ვატარებთ? ჩვენმა შვილებმა ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ და გინდათ ისეთ გარემოში გაიზარდონ, სადაც ყველას და ყველაფერს ტოტალურად უსმენენ და აკონტროლებენ? ხო ხედავთ, უკვე ევროპაზეც ოფიციალურად უარით ვთქვით...

გაიღვიძეთ, ნუ გადაჩეხავთ ქვეყანას უფსკრულში. საქართველო თუ არ გადარდებთ, თქვენ შვილებს მაინც ნუ გაიმეტებთ. ჩვენი არის ეს ქვეყანა და რაც ხდება სხვას ნუ ვაბრალებთ, ყველაფერი ჩვენი პასუხისმგებლობაა. ხელისუფლება ხომ გულგრილი და უნიათოა, ოპოზიცია ხომ უსუსტესია, მაგრამ ყველაზე უვარგისი მაინც ხახლი გამოვდექით, ვინც ამდენი წელი ამ ყველაფერს ვუყურებთ და მახათი გვაქვს გაყრილი".