ავტორი:

ვრცელდება 20 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის უმძიმესი კადრები

ვრცელდება 20 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის უმძიმესი კადრები

ტელეკომპანია "ფორმულა" 20 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის კადრებს აქვეყნებს.

ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე გუშინ დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელია 8 ტყვია მოხვდა.

თავდამსხმელი ბიჭს ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული კონფლიქტი სროლით დასრულდა. მკვლელმა ბიჭს 9-ჯერ ესროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან ავტომობილით მიიმალა. ინტერნეტში იძებნება ინფორმაცია გარდაცვლილ ახალგაზრდაზე, როგორც ირკვევა ის ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა და დაარსა პლატფორმა "Feedc"-ი. ახალგაზრდას განათლება საფრანგეთში ჰქონდა მიღებული, რის თაობაზეც ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში ყვება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.