ავტორი:

"ნიკა კვარაცხელიას დედამ ტელევიზიით გაიგო შვილის გარდაცვალება და ახლა მოფრინავს საქართველოში" - რას წერს ნინო ზამბახიძე?

"ნიკა კვარაცხელიას დედამ ტელევიზიით გაიგო შვილის გარდაცვალება და ახლა მოფრინავს საქართველოში" - რას წერს ნინო ზამბახიძე?

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ვერაზე მოკლული ბიჭის დედამ შვილის ამბავი ტელევიზიით შეიტყო.

მისი ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას დედა საქართველოში არ იმყოფებოდა და ის სამშობლოსი ახლა ბრუნდება.

"უმორჩილესად გთხოვთ ყველა მედიას გაუფრთხილდეთ ერთმანეთს! მესმის რომ შეიძლება ექსკლუზივი იყოს მნიშვნელოვანი, მესმის რომ შეიძლება არ ენდობოდეთ გამოძიებას, მესმის რომ გინდათ გააშუქოთ რაც ხდება ქვეყანაში მაგრამ: არ შეიძლება დედამ ნახოს კადრები როგორ ცხრილავენ შვილს! არ შეიძლება დედამ გაიგოს ტელევიზიიდან მისი შვილს გარდაცვალების ამბავი არაა!!!

წარმოიდგინეთ თქვენი თავი მშობლების ადგილას და მხოლოდ ასე იმოქმედეთ, გემუდარებით! ნიკოს დედამ ასე გაიგო მისი ნიკოს გარდაცვალება და ახლა მოფრინავს რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა" - წერს ნინო ზამბახიძე.

ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე გუშინ დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელია 8 ტყვია მოხვდა.

თავდამსხმელი ბიჭს ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული კონფლიქტი სროლით დასრულდა. მკვლელმა ბიჭს 9-ჯერ ესროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან ავტომობილით მიიმალა. ინტერნეტში იძებნება ინფორმაცია გარდაცვლილ ახალგაზრდაზე, როგორც ირკვევა ის ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა და დაარსა პლატფორმა "Feedc"-ი. ახალგაზრდას განათლება საფრანგეთში ჰქონდა მიღებული, რის თაობაზეც ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში ყვება.