"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია "ფეისბუქში" შვილის, სანდროს ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ის წელს პირველ კლასში შევიდა. ფოტოზე ჩანს, თუ როგორ უტარდება ონლაინ გაკვეთილი პირველკლასელ სანდრო მელიას.
"სანდრო პირველ, კლასში პირველ გაკვეთილზე, ონლაინ.." - წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან დაიწყო, თუმცა 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს გამოაცხადა. მათივე გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა.