ავტორი:

"ახლა გამახსენდა, სამგორში ბებოს სამი თვის ქირა რომ გადაუხადა, მთხოვა, -  მე გადავუხდი, უბრალოდ არ უთხრა ჩემი სახელიო" - რას წერს მამა ნექტარიოსი მოკლულ ნიკო კვარაცხელიაზე

"ახლა გამახსენდა, სამგორში ბებოს სამი თვის ქირა რომ გადაუხადა, მთხოვა, -  მე გადავუხდი, უბრალოდ არ უთხრა ჩემი სახელიო" - რას წერს მამა ნექტარიოსი მოკლულ ნიკო კვარაცხელიაზე

"ვერ წარმოიდგენთ, 19 წლის ასაკში ამდენ ქველმოქმედებას. სულ ცდილობდა დაფარული ყოფილიყო. ეს იყო აღზრდილი შვილი, კეთილი. ახლა გამახსენდა, სამგორში ბებოს სამი თვის ქირა რომ გადაუხადა... დამირეკა, მთხოვა: - მე გადავუხდი, უბრალოდ არ უთხრა ჩემი სახელიო. ბოლოს ყველა კეთილი საქმე გაცხადდება. ასეთი შვილი არ ყავდა დასაკარგი საქართველოს... - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე მამა ნექტარიოს მჭედლიძე, ვერაზე მოკლულ 22 წლის ნიკო კვარაცხელიაზე

"19 წლის ასაკში, ამ უკეთილშობილესმა ადამიანმა მოასწრო ძალიან ბევრი ქველმოქმედება. როდესაც ჩემი მეგობრები მშიერ ბავშვებს ეხმარებოდნენ, მან ბევრი შეწირულობა გააკეთა, ჩემმა მეგობარმა ნათია იმერლიშვილმა იცის, როგორი სულანთებული, დიდი სიყვარულით ეხმარებოდა მშიერ ადამიანებს.

მოვიდა ვიღაც ბნელი, კრიმინალი გაუზრდელი და დაასრულა მისი სიცოცხლე, უამრავი გეგმა, უამრავი წარმატება დაუსრულა და საქართველოს ერთი ძალა დააკარგინა,

მშვიდობით განისვენე, ჩემო ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო." - წერს ნექტარიოს მჭედლიძე