ავტორი:

"ოცნება" სპეციფიური პარტიაა, შეიძლება ერთადაც გასინჯეს კოკაინი და ერთმანეთს აძახებენ - არ მგონია გახარია "კოკაინშიკი" იყოს" - იაგო ხვიჩია

"ოცნება" სპეციფიური პარტიაა, შეიძლება ერთადაც გასინჯეს კოკაინი და ერთმანეთს აძახებენ - არ მგონია გახარია "კოკაინშიკი" იყოს" - იაგო ხვიჩია

"ქართული ოცნება" სპეციფიური პარტიაა - შეიძლება ერთადაც გასინჯეს (კოკაინი) და ერთმანეთს აძახებენ,- ასე გამოეხმაურა პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წარმომადგენელი იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიასადმი გაკეთებულ შეფასებას.

"არ ვიცნობ "ქართული ოცნების" შიდა ინფრასტრუქტურას, მათ შიდა ხუმრობებს, მიმართვის წესებსა და ასე შემდეგ. ზოგადად, არ მგონია გახარია "კოკაინშიკი" იყოს, მაგრამ ვიღაც რომ კოკაინს გასინჯავს ამის გამო "კოკაინშიკი" ეძახო, არც ეს მგონია სწორი.

"ქართული ოცნება" სპეციფიური პარტიაა - პარტიის შიგნით უცნაური ხუმრობა აქვთ ერთმანეთთან, რასაც ბოლომდე ვერ ჩავწვდებით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში სტუმრიბისას ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას "ვიღაც კოკაინშიკი" უწოდა.