ავტორი:

"ვგრძნობ ბედნიერებას, ეიფორიას, ყველაფერ კარგს" - გუკა რჩეულიშვილი მაია რჩეულიშვილის გათავისუფლებაზე

"ვგრძნობ ბედნიერებას, ეიფორიას, ყველაფერ კარგს" - გუკა რჩეულიშვილი მაია რჩეულიშვილის გათავისუფლებაზე

"ვგრძნობ ბედნიერებას, ეიფორიას, ყველაფერ კარგს", - ამის შესახებ “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გუკა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთში “ცენტრ პონტის” დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

მისი თქმით, კომპანია “ცენტრ პოინტს” მუდმივად ჰქონდა მზაობა, დასრულებულიყო დავა კომპანიასა და დაზარალებულება შორის.

“დავის დასრულების მზაობა ჩვენგან სულ იყო, საკმაოდ რთული ბიუროკრატიული პროცესი იყო. საბოლოოდ, მერიამ დიდი სამუშაო შეასრულა”, - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

ცნობისთვის, "ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს, მათ შორის, "მაგნოლიას" ეპიზოდსაც მოიცავდა.