"მე, რა თქმა უნდა, გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპური რუსული ხელწერა“,- ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას "ვიღაც კოკაინშიკი“ უწოდა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია“.
"მე, რა თქმა უნდა, გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა. ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახოდნენ ზუსტად იგივეს.
ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია. ვიღაცა ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ გაუმეორებენ, ვიღაცა არის “კოკაინშიკი” მერე ნაწილი მართლა იჯერებს.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა დონის ნაძირლებთან და მატყუარებთან გვაქვს საქმე.
ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ კალაძე აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს ამ ბრალდებებს, რაც ზუსტად მიუთითებს, რომ საერთოდ არაფრით არ განსხვავდება დანარჩენი "ოცნების“ ბანდისგან, გარდა კარგი რუჯისა და შედარებით უკეთესი გარეგნობისა“, - წერს სააკაშვილი.
ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას "ვიღაც კოკაინშიკი“ უწოდა.