ავტორი:

ჯობია თუ არა ბუნებრივი იმუნიტეტი ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტს - რას წერენ ბიძინა კულუმბეგოვი და არჩილ მარშანია გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ჯობია თუ არა ბუნებრივი იმუნიტეტი ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტს - რას წერენ ბიძინა კულუმბეგოვი და არჩილ მარშანია გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, რომელმაც გუშინ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საუბარია ისრაელში ჩატარებულ კვლევაზე, რომლის თანახმად კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვიდრე ვაქცინირებულების.

"ჯობია თუ არა ბუნებრივი იმუნიტეტი ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტს?

მოკლე პასუხია: არა. არ ჯობია.

ცოტა გრძლად:

ბუნებრივი იმუნიტეტის არსებობის შესახებ რამდენიმე საუკუნეა უკვე ცნობილია, ახალი არაფერი არ არის აქ.

დიდი ხანია ვიცით, რომ ამა თუ იმ ინფექციას თუ გადავიტანთ დარჩება იმუნიტეტი.

მეტიც, ეს რომ ვიცით, ზუსტად მაგის გამო გაჩნდა თავის დროზე ვაქცინის იდეა, და ვაქცინის მიზანიც ზუსტად ეგ არის, რომ ავირიდოთ ბუნებრივი იმუნიტეტი.

ბუნებრივი იმუნიტეტი შემდეგი ''ფრომულით'' ვითარდება:

დავინფიცირდებით ➡ გავხდებით ავად ➡ თუ არ მოვკვდით და გადავრჩით ➡ გვაქვს იმუნიტეტი.

Voila!

მაგრამ! ეს ''თუ არ მოვკვდით და გადავრჩით'' იყო ძალიან ბევრი, ამიტომ თავის დროზე ამოსავალი წერტილი იყო რომ შექმნილიყო პრეპარატი, რომელიც ავად გახდომის გარეშე მოგვცემდა იმუნიტეტს - რაც მიღწეულ იქნა ვაქცინით. ანუ ვაქცინა გვიცავს ავად გახდომის და ყველა იმ რისკების გარეშე რომელიც ავად გახდომას ახლავს ტან.

* ბუნებრივი იმუნიტეტი (ყველა დაავადებას რომ არ მივედ-მოვედოთ) წითელას მაგალითზე განვიხილოთ:

წითელას ბუნებრივად გადატანის შემდეგ რჩება უფრო მყარი იმუნიტეტი, კიბატონო.

მაგრამ ამის ფასად ვიღებთ შემდეგს:

- ყოველი 1000 ინფექციიდან 1 ბავშვი კვდება, ყრუვდება, უნივითარდება მძიმე გართულებები.

- ასევე არსებობს იშვიათი გართულება ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი, რომელიც 100% სასიკვდილო დაავადებაა და ვითარდება მხოლოდ წითელას ბუნებრივად გადატანის შემდეგ (გადატანიდან საშუალოდ 7 - 10 წლის მერე).

☠ვაქცინამდე პერიოდში, მსოფლიოში ყოველ 2 - 3 წელში ხდებოდა წითელას ეპიდაფეთქება და ყოველწლიურად 3 მილიონამდე ადამიანი კვბდებოდა მაგ 'ბუნებრივი იმუნიტეტის განვითარების მექანიზმით', მათ შორის უმეტესობა ბავშები.

ამ ყველაფრის პრევენცია კი შესაძლებელი გახდა უსაფრთხო ვაქცინით, ბუნებრივი იმუნიტეტი რო უფრო ძლიერია და მილიონობით ბავშვს კლავდა, მაგიტო კეთდება 2 დოზა და ამის დამსახურებაა რომ პატარა ზომის კუბოების ბიზნესი დღეს არ ყვავის.

(კი კი სწორად მიხვდით, ანტივაქსერები რომ გირჩევენ ჯობია თავად გადაიტანოს ბავშვმაო და საყვარლად ''ბატონები'' რომ დავარქვით, ის დაავადება არც ისე საყვარელია, წითელა მწვავე და ძალიან ვერაგი ვირუსული დაავადებაა)

კაი, მოდი კოვიდს დავუბრუნდეთ ახლა.

კი, კოვიდის ინფიცირების შემდეგაც რჩება იმუნიტეტი, უბრალოდ ზუსტად ეს ინფიცირებაა ამ ქაოსის მიზეზი, რადგან სწრაფად ვრცელდება.

მაგის მიზეზია ისიც, რომ საქართველოში უკვე 8000 ადამიანი არის მკვდარი და საგიჟეთი ხდება კლინიკებში.

თუმცა ამის დანახვა ინდივიდუალურად ცოტა რთულია, რაგდან უმეტესობა მარტივად გადაიტანს.

დადასტურებული შემთხვევებიდან დაახლოებით თუ* 80% მარტივად გადაიტანს დაავადებას, სადღაც 20% ჰოსპიტალში მოხვდება, 5% რეანიმაციაში და 1.5% კი მოკვდება, ეს პროცენტებში მარტივად ჩანს, რიცხვებში კი ეს ყველაფერი სხვანაირად იქნება, ნახევარ მილიონ შემთხვევაზე ეს ნიშნავს 100 000 ჰოსპიტალიზაციას, კლინიკების გადატვირთვას და 7500 მკვდარს.

თუმცა სანამ კლინიკაში არ შევიხედავთ ეს უბრალოდ სტსტისტიკაა და ადამიანის სიცოცხლე რცხვებად ჩანს, მეტი არაფერი (თან ნუ, სხვისი ჭირიც რო ჩხირია და თან ღობეში, ეგეც მესმის).

არსებობს მოსაზრებებიც და კვლევებიც რომ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო მყარია ვიდრე ვაქცინთ მიღებული, მაგალითად ისრაელის კვლვევაც რომელიც ამბობს, რომ 6ჯერ უფრო დაცული იყო ადამიანი სიმპტომური კოვიდისგან თუ მას ბუნებრივი იმუნიტეტი ქონდა, უბრალოდ, ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ყველა პასუხისმგებლიან და მაღალი დონის ჟურნალებში კომენტარებში ხაზგასმულია, რომ ეს არ უნდა ინტერპრეტირდეს ისე თითქოს ვაქცინაციას აზრი არ აქვს.

ეს კვლევა აჩვენებს იმას, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი მყარია საბედნიეროდ და არა იმას, რომ ყველა იმ რისკზე უნდა წავიდეთ რაც ინფიცირებას ახლავს და არც იმას, რომ ვაქცინა ცუდია.

ანუ ის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტიც გვიცას, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვირუსით უნდა დავინფიცირდეთ.

ცხადია ფართო სურათისთვის ცოტა უფრო ფართო არეალი გვჭირდება, რაგდან არც მხოლოდ ერთი კვლევა არსებობს ამის შესახებ და არც მხოლოდ ისრაელია როგორც სახელმწიფო პლანეტა დედამიწაზე.

➡არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც და კვლევებიც რომელიც აჩვენებს ე.წ. ჰიბრიდული იმუნიტეტის სარგებელს როდესაც ინფიცირების შემდეგ ერთი დოზით მაინც ხდება ვაქცინაცია.

➡ასევე კვლევები რომელიც აჩვენებს ვაქცინაციის (რნმ) მიერ გამომუშავებული იმუნიტეტის უპირატესობას ბუნებრივ იმუნიტეტზე და ა.შ.

ანუ რომ განვმეორდეთ ეს კვლევები არის ინფორმაციის მიღების საშუალება და სწორი მენეჯმენტისთვის გასათვალისწინებელი ფაქტები და არა ვაქცინაციის საწინააღმდეგო დებულებები.

ვაქცინა მხოლოდ სიმპტომური კოვიდის პრევენცია არ არის, მას უამრავი ფუნქცია აქვს, დაწყებული ინფიცირების პრევენციით, გაგრძელებული მუტაციების შემცირებით (მუტაცია არის შეცდომა ვირუსის გამრავლებისას, რაც მეტი გამრავლდება ვირუსი, მეტია შანსი მუტაციის) და დამთავრებული გართულებების თუ სიკვდილიანობის შემცირებოთ.

ამიტომ ერთეული კვლევების (რომელსაც ძალიან კონკრეტული მიზანი აქვს და კონკრეტულივე ინფორმაცია მოაქვს) განზოგადება და ზოგადად ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაცია, უბრალოდ სასაცილოა (თუმცა ამ სიცილის ფასი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება იყოს, ვინც უარს იტყვის ამის გამო ვაქცინაზე).

მოკლედ, ინფიცირებით და ავად გახდომით ნამდვილად მივიღებთ ბუნებრივ იმუნიტეტს.

თუმცა ამის გარდა ბონუსად მივიღებთ:

  • ავადობას და იზოლაციას;
  • მეტ შანსს რომ გავრცელდეს მუტაციები და ახალი შტამები;
  • მეტ შანსს რომ მოვკვდეთ;
  • მეტ შანსს რომ განვითარდეს ე.წ. ლონგ კოვიდი (კოვიდის გახანგრძლივებული სიმპტომები);
  • მეტ შანსს ინვალიდობის;
  • მეტ შანსს რომ კლინიკაში მოვხვდეთ;
  • მეტ შანსს რომ რეანიმაციაში მოვხვდეთ;
  • მეტ შანსს რომ სხვას გადავდოთ ინფექცია;
  • მეტ შანსს რომ სხვას ვისაც გადავდებთ ინფექცია, ისინი მოკვდნენ;
  • მეტ შანსს რომ სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ განვითარდეს გართულებები;
  • მეტ შანსს რომ კიდევ მეტი ფული დავხარჯოთ მკურნალობაში.

დღეს ვაქცინაციას ალტერნატივა არ გააჩნია. აიცერით" - წერს არჩილ მარშანია.

გავრცელებულ ინფორმაციასა და კვლევებს ეხმაურება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი:

“გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?” პასუხი მოკლე და ლაკონურია “თუ გადარჩი კი” რეალობა შემდეგია, კოვიდის გადატანის შემდეგ საშუალოდ ინფიცირებულების 1/3 - ს ანტისხეულები არ უყალიბდება (განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის დროს) , ამიტომდღეს რაც მყარად ვიცით ისა, რომ ვინც გადაიტანა და აიცრა ყველაზე კარგი იმუნიტეტი მათ აქვთ. ამიტომ ნუ დაელოდები ვერაგ კოვიდს, აიცერი და დახვდი მას მაქსიმალურად დაცული" - წერს მედიკოსი.