ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“სექტემბრის თვეში მომხმარებლებს კონკრეტულ პროდუქციაზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას სთავაზობს.
„სექტემბრის ტოპ შეთავაზების“ ფარგლებში ჰიპერმარკეტში მისულ ყველა მომხმარებელს სარემონტო მასალებზე, ავეჯსა და ტექნიკის ნივთებზე დიდი ფასდაკლება ელოდებათ. მაგალითად, „არისტონის“ ფირმისგათბობის ქვაბის ფასი 2280 ლარის ნაცვლად 1799 ლარი იქნება, კერამო გრანიტის - 22 ლარის ნაცვლად 17.9 ლარი, სანათის შეძენას კი 35 ლარის ნაცვლად 29 ლარად შეძლებთ.
აღნიშნული აქცია 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მომხმარებელს საშუალება ექნება შერჩეულ პროდუქციაზე დიდი ფასდაკლებით ისარგებლოს.
„მიჰაუსი“ უკვე წელიწადზე მეტია ქართველ მომხმარებელს ხარისხიან სამშენებლობლო და სარემონტო მასალებს სთავაზობს. 12 000 კვ.მ. ფართობის ჰიპერმარკეტი ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს ქმნის.
„მიჰაუსში“წარმოდგენილია სამშენებლო და სარემონტო მასალები: ელექტროობა, სანტექნიკა, განათება, აბაზანის მოწყობილობები, კერამიკული ფილები, კარები, იატაკის საფარი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ლაქ-საღებავები და ა. შ.
ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია როგორც ამერიკული, ისე ევროპული და აზიური წარმოების პროდუქცია, რაც მომხმარებლისთვის დიდ არჩევანსა და ხარისხის გარანტიას უზრუნველყოფს.
R