ავტორი:

არქიმანდრიტი შიო გაბრიჭიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

არქიმანდრიტი შიო გაბრიჭიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

არქიმანდრიტი შიო გაბრიჭიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

"2021 წლის 17 სექტემბერს, 71 წლის ასაკში, კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახური, არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე).

მამა შიო დასვენებულია შავნაბადის მონასტერში, ხვალ, 2021 წლის 19 სექტემბერს, 14 საათზე მას ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტ შიოს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული არქიმანდრიტი შიო" - ნათქვამია ინფორმაციაში.