არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების განახლებადი სია წარმოადგინა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო წლებში მაღალი დონის ე.წ. „ელიტური“ კორუფცია და მასზე არასათანადო რეაგირება გამოიკვეთა, როგორც კორუფციის მხრივ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.
„ბიზნესპრესნიუსი“ ორგანიზაციის ანგარიშიდან გთავაზობთ ინფორმაციას, იმ სავარაუდო კორუფციული შემთხვევების შესახებ, რომელიც მიმდინარე წელს არის გამოვლენილი. ყოველი მათგანის გამოძიების სტატუსი უცნობია. ორგანიზაციის ცნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შეეცადა გაერკვია, დაიწყო თუ არა, ან რა ეტაპზეა გამოძიება ქვემოთ ჩამოთვლილ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩვენი წერილი უპასუხოდ დატოვა, ხოლო გენერალურმა პროკურატურამ მოგვწერა, რომ კანონი მათ ამ ტიპის ინფორმაციის გასაჯაროებას არ ავალდებულებს.
თევზის გადამამუშავებელი საწარმოები ფოთში - პოლიტიკური კავშირები და ეკოლოგიური პრობლემები
ფოთში გარემოსდაცვითი პრობლემები დაკავშირებულია თევზის გადამამუშავებელ კომპანიებთან რომელთა მეპატრონეები ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან. მათ 783, 100 ლარის პოლიტიკური შემოწირულება გაიღეს და ფინანსდებიან სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამიდან.
ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის საეჭვო სქემები
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილმა ემზარ ივანიშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა გრიგოლ ხურციძემ გამოიყენეს მათი კავშირები და გავლენა, რათა სამი სხვადასხვა სამშენებლო პროექტისთვის მიეღოთ საეჭვო ნებართვები...წაიკითხეთ სრულად