ავტორი:

სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა - აცრების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში

სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა - აცრების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში

19 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 646 441 აცრაა ჩატარებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 945 291 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.1%.

სრულად ვაქცინირებულია 701 150 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.6%.

ამავე ინფორმაციით, 18 სექტემბერს აიცრა 14 071 ადამიანი.

ამასთან, მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.92 მილიარდი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 33.6 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 38.6%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.1 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 804 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 554 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 384 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 62.7% აიცრა, აშშ-ში 54.5%, ჩინეთში კი - 72.3%.