ავტორი:

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვები ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, ამის შესაძლებლობა არის" - ამირან გამყრელიძე

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვები ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, ამის შესაძლებლობა არის" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ სკოლებში ვაქცინაციის ტემპი გააქტიურდება, იმის შესაძლებლობა იქნება, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამისთვის აუცილებელია მასწავლებლების, ადმინისტრაციული პერსონალისა და მშობლების ვაქცინაცია.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ყველა ის რეგულაცია და რეკომენდაცია, რაც არსებობს, რომ ბავშვები ოქტომბრიდან სკოლებს, საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. ამის შესაძლებლობა არის, რადგან ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციისკენ მივდივართ. ამიტომ, ყველამ უნდა გამოვიყენოთ პირბადე, ყველა უნდა ავიცრათ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი უმცროსი თაობისთვის, რომ ისინი სწავლას საკლასო ოთახებში დაუბრუნდნენ. პირველ რიგში, უნდა აიცრან მასწავლებლები, დამხმარე ადმინისტრაციული პერსონალი. ასევე, თავად მშობლები უნდა იყვნენ აცრილი, რომ სკოლები უსაფრთხო გახდეს. ეს ჩვენი მომავალი თაობებისთვის უნდა მოვინდომოთ, რადგან განათლება უპირველესია ქვეყნის განვითარებისთვის“,-განაცხადა გამყრელიძემ.