ავტორი:

თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლო - ვინ არის ახალბედა ესპანელი მსახიობი, რომელსაც უკვე მილიონობით ფანი ჰყავს - მომხიბვლელი ესთერის ცხოვრება კადრს მიღმა

თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლო - ვინ არის ახალბედა ესპანელი მსახიობი, რომელსაც უკვე მილიონობით ფანი ჰყავს - მომხიბვლელი ესთერის ცხოვრება კადრს მიღმა

"ელიტა" - ასე ჰქვია Netflix-ის გახმაურებულ და პოპულარულ ესპანურ სერიალს, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც უამრავი მაყურებელი ჰყავს. სერიალმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებზე გვიყვება, არაერთ ახალბედა მსახიობს მოუტანა პოპულარობა, აღიარება და წარმატება, თუმცა მათ შორის გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა ესპანელი ამომავალი ვარსკვლავის, ესთერ ესპოსიტოსთვის.

აღსანიშნავია, რომ ესთერი სერიალში მთავარ როლს არ ასრულებს, თუმცა თავისი მომხიბვლელი გარეგნობის, შარმის, ქარიზმისა და ნიჭის წყალობით, "ელიტის" მთავარ აღმოჩენად იქცა. 21 წლის გოგონას დღეს უკვე თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლოს უწოდებენ.

ესთერი მადრიდში დაიბადა და ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო მსახიობის პროფესიით. 16 წლის იყო, როდესაც სამსახიობო ოსტატობის შესწავლა დაიწყო. "ელიტამდე" ესთერს რამდენიმე როლი ჰქონდა ფილმებში, თუმცა ამ როლებს მისთვის საერთაშორისო აღიარება არ მოუტანია.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა სერიალმა მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ეკრანთან მიიზიდა, Neflix-მა ესთერთან ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა, რასაც მოჰყვა მთავარი როლები - When the angels sleep-სა და Your son-ში.

ესთერი ამბობს, რომ მას არასდროს ხიბლავდა საშუალო სკოლაში სიარული, რადგანაც მისი აზრით, სკოლა კულტურითა და ხელოვნებით დაინტერესებულ მოსწავლეებს არაფერს სთავაზობს და ამ მიმართულებით არაფერს ასწავლის. სწორედ ამიტომ, სკოლის წლებს სიხარულით არ იხსენებს.

მსახიობს უყვარს ყველანაირი აქტივობა, რაც დაკავშირებულია ზღვასთან, მათ შორის, გატაცებულია სერფინგითა და ყვინთვით. ამბობს, რომ ინტროვერტი და ძალიან მორცხვია. მსახიობის თქმით, უჭირს ყველასთან საერთო ენის გამონახვა.

“ამ სერიალმა ჩემი ცხოვრება სრულად შეცვალა, ახლა ადამიანებმა მთელ მსოფლიოში იციან ჩემ შესახებ. კარლას გმირმა, მე, ესთერს ბევრი რამ მასწავლა“, - ამბობს მსახიობი.

მომხიბვლელ ესთერთან დაკავშირებით ფანებს ყველა დეტალი აინტერესებთ, თუმცა ყველაზე მეტად მისი სასიყვარულო ურთიერთობები. მსახიობი ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობს და ინტერვიუებში ძირითადად მხოლოდ კარიერის შესახებ დასმულ კითხვებზე სცემს პასუხებს.

თუმცა როგორც ესპანური მედია წერს, ესთერის ცხოვრებაში არის "იდუმალი ბოიფრენდი". ტაბლოიდებმა გაარკვიეს, რომ ეს იდუმალი მამაკაცი მსახიობი ალეხანდრო სპეითსერსია.

ალეხანდრო ესთერთან ერთად მონაწილეობდა 2020 წლის ესპანურ-მექსიკურ თრილერში, Someone Has to Die. აღსანიშნავია, რომ არც ერთ მათგანს ინფორმაცია რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ესთერი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებშიც, განსაკუთრებით კი "ინსტაგრამზე", სადაც მისი გამომწერების რაოდენობა 26 მილიონს აჭარბებს.