ავტორი:

"ისევ ერთად გხედავთ...“ - მიხეილ სააკაშვილის "ბერძნული არდადეგები" სანდრასთან და ნიკოლოზთან ერთად - რა ფოტოებს აქვეყნებს ყოფილი პირველი ლედი

"ისევ ერთად გხედავთ...“ - მიხეილ სააკაშვილის "ბერძნული არდადეგები" სანდრასთან და ნიკოლოზთან ერთად - რა ფოტოებს აქვეყნებს ყოფილი პირველი ლედი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცოლთან, სანდრა რულოვსთან და უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზთან ერთად საბერძნეთში ისვენებს.

აღნიშნულის ამსახველი ფოტოები ყოფილმა პირველმა ლედიმ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.

"ჩვენ გვიყვარს საბერძნეთი", - წერს სანდრა რულოვსი.

ექსპრეზიდენტის ოჯახურ ფოტოებს არაერთი კომენტარი მოჰყვა. უმეტესობა აღნიშნავს, რომ ოჯახური ფოტოების ნახვამ გაახარათ.

"მიხარია, რომ ერთად გხედავთ", "ყველაზე პოზიტიური და მშვენიერი ქალბატონი სანდრა", - წერენ კომენტარებში.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივ ოჯახურ არდადეგებამდე, სანდრა რულოვსი საქართველოში, კახეთში იმყოფებოდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა, საიდანაც არაერთი პირდაპირი ჩართვა ჰქონდა "ფეისბუქზე."

ამერიკაში ყოფნის დროს ის ბიძაშვილს, ნიკა ალასანიას ეწვია და მისი ახალშობილი, აჩი ალასანია მოინახულა. იხილეთ ვრცლად