ავტორი:

გამარჯვებულები, "დედოფლის გამბიტის" ტრიუმფი, საუკეთესო კაბები - Emmy 2021 და  ფოტოები წითელი ხალიჩიდან

გამარჯვებულები, "დედოფლის გამბიტის" ტრიუმფი, საუკეთესო კაბები - Emmy 2021 და  ფოტოები წითელი ხალიჩიდან

ლოს-ანჯელესში Emmy 2021-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც შოუ ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა, წელს მონაწილეები კვლავ წითელ ხალიჩაზე შეიკრიბნენ.

საუკეთესო დრამატულ სერიალად Netflix-ის "გვირგვინი“ ("The Crown") დასახელდა, საუკეთესო კომედიურ სერიალად Apple TV+ -ის "ტედ ლასო“ ("Ted Lasso"), წლის საუკეთესო მინი-სერიალის ნომინაციაში Netflix-ის "ლაზიერის გამბიტმა“ გაიმარჯვა.

საუკეთესო მსახიობ ქალად დრამატულ სერიალში ოლივია კოლმანი დასახელდა ფილმისთვის "გვირგვინი, დრამატული სერიის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად კი - ჯოშ ო'კონორი იმავე ფილმში შესრულებული როლისთვის.

ნომინაციაში: საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში ჯინ სმარტმა გაიმარჯვა ფილმისთვის "ხრიკები”, კომედიური სერიალის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად კი ჯეისონ სუდეიკისი დასახელდა ფილმისთვის "ტედ ლასო“.

ნომინაციაში საუკეთესო მინისერიალი, ან ანთოლოგია გამარჯვებულად "ლაზიერის გამბიტი" დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ წითელ ხალიჩაზე მთავარი ვარსკვლავი "ლაზიერის გამბიტის" მთავარი როლის შემსრულებელი, ანია ტეილორ ჯოი აღმოჩნდა, რომლის კაბამ და ვიზუალმა ტაბლოიდებისა და მოდის კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა, ამასთან, მის სტილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც. "დედოფლის დაბრუნება წითელ ხალიჩაზე" - ასე შეაფასეს მისი გამოჩენა მსახიობის გულშემატკივრებმა.

ვირუსის გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად ორგანიზატორებმა შოუს ღია ტიპის ტენტში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. სტუმრების რაოდენობა 500-მდე იყო შეზღუდული. ამასთან, ღონისძიებაზე სტუმრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ დასწრება, თუ ისინი წარადგენდნენ მტკიცებულებას, რომ კოვდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდათ.

ვნახოთ ფოტოები წითელი ხალიჩიდან:

ანია ტეილორ ჯოი Dior-ის კაბით

კერი ვაშინგტონი Etro and De Beers-ის სამოსით

ემჯეი როდიგეზი Versace-ს კაბით

ელიზაბეტ ოლსენი The Row-ს კაბით

ჯულიენ ნიკოლსონი Giambattista Valli-ს კაბით

ჯილიან ანდერსონი Chloé-ს სამოსით

სარა პაულსონი Carolina Herrera-ს კაბით
ქეით უინსლეტი Armani Privé-ის კაბით