ავტორი:

"მესამე ადამიანი წაგვართვა კოვიდმა ოჯახიდან... ღმერთო, როდემდე?" - რას წერს მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი?

"მესამე ადამიანი წაგვართვა კოვიდმა ოჯახიდან... ღმერთო, როდემდე?" - რას წერს მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი?

"მესამე ადამიანი წაგვართვა კოვიდმა ოჯახიდან... ღმერთო, როდემდე? - მშვიდობით, ალიმი ბაბუ, ავთოს გაბარებ“, - ამ ემოციური სტატუსის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია. კომპოზიტორს დღეს კორონავირუსით ბაბუა გარდაეცვალა.

2020 წლის დეკემბერში მაიკო კაჭკაჭიშვილს კორონავირუსით 64 წლის ბიძა, ავთო დაეღუპა, მოგვიანებით კი გამზრდელი ბებია. ალიმი ბაბუა მაიკოს ბაბუის უმცროსი ძმა იყო. გუშინ კომპოზიტორი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მოხუცი სიცოცხლისთვის იბრძოდა. გულშემატკივრებს კი სთხოვდა, ღმერთვისთვის ბაბუის გადარჩენა ეთხოვათ. სამწუხაროდ მოხუცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაიკო კაჭკაჭიშვილი ხშირად წერს სტატუსებს კოვიდპანდემიაზე და ხალხს მუდმივად აცრისკენ მოუწოდებს. ამის გამო, ხშირად გამხდარა ანტივაქსერების მხრიდან თავდასხმის ობიექტი. აცრილია თავად და აგვისტოში, შვილები, 17 წლის ტყუპი ბიჭებიც აცრა.

"კორონავირუსით უპატივცემულო სიკვდილი, როგორც კორონავირუსის შემდეგ დგება, არ არსებობს. "შავი პარკი“ ჩემს ოჯახს ხვდა წილად და ყოველ ღამე მტანჯავს ამაზე ფიქრი (ჩემი გამზრდელი ბებია, სამყაროს რომ მერჩივნა, ჩამიგდეს ამ საშინელებაში), ამაზე დიდ ჯოჯოხეთში სადღა უნდა მოვხვდე?“ - წერდა ბებიის გარდაცვალების დროს კომპოზიტორი.

საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ყოველდღიურად მცირდება, მაგრამ ჯერჯერობით ლეტალობის მაჩვენებელი 30-ის ქვევით არ ჩამოსულა.

სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია, როგორც მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის.