ავტორი:

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიგრანტებს ბელარუსიდან პოლონეთში უკანონოდ შესვლაში ეხმარებოდა

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიგრანტებს ბელარუსიდან პოლონეთში უკანონოდ შესვლაში ეხმარებოდა

პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც მოქალაქეებს ბელარუსიდან პოლონეთში უკანონოდ შესვლაში ეხმარებოდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახური "ტვიტერზე“ წერს.

მათივე ინფორმაციით, ორი დღის წინ ბელარუსიდან პოლონეთში უკანონოდ შესვლის 300-ზე მეტი მცდელობა აღკვეთეს, რა დროსაც ორი პირი - საქართველოსა და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდნენ.