ავტორი:

ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, იქნება წვიმა - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, იქნება წვიმა - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

მათი ინფორმაციით, თბილისში 20-21 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ხოლო 22-24 სექტემბერს შედარებით აგრილდება და იწვიმებს.

“20-21 სექტემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე (+27, +32 გრადუსი) საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, იყოს მცირე წვიმა. 22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

ქ. თბილისში 20-21 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 22-24 სექტემბერს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20-21 სექტემბერს +29, +31, ხოლო 22-24 სექტემბერს +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.