ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თბილისში, 17 სექტემბერს განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა განაცხადა.
როგორც სანტურიანი განმარტავს, გადაწყვეტილება 10-დღიან ვადაში იქნება მიღებული.
"საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილია ორი საჩივარი, რომელიც ეხება 17 სექტემბერს, თბილისის ქუჩებში განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკვე დაიწყო მოკვლევა და კანონით გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა სანტურიანმა.