ავტორი:

"ბავშვების გადასარჩენად მთელი რეანიმაცია იბრძოდა, მაგრამ..." - მშობიარობის შემდეგ, გართულებული კოვიდით გარდაცვლილი ნატო ფხაკაძის ტყუპი ქალ-ვაჟიც დაიღუპა

"ბავშვების გადასარჩენად მთელი რეანიმაცია იბრძოდა, მაგრამ..." - მშობიარობის შემდეგ, გართულებული კოვიდით გარდაცვლილი ნატო ფხაკაძის ტყუპი ქალ-ვაჟიც დაიღუპა

1 - ლ სექტემბერს, 47 წლის ნატო ფხაკაძის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა. ქალი, რომელიც 10 წლის განმავლობაში ელოდა ნანატრ შვილს, ნაადრევი მშობიარობის შემდგომ, გართლებული კოვიდინფექციით გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ნატოს მდგომარეობა დამძიმდა და 20 აგვისტოს, ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში“ ნაადრევად, საკეისრო კვეთით ტყუპი იმშობიარა. საკეისრო კვეთიდან ძალიან მალე ქალი, თბილისში ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადამოიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მყისიერად დამძიმდა.

ნატო ფხაკაძე

დღენაკლული ტყუპი ქალბ-ვაჟი - გიორგი და მარიამი კლინიკა "ბომონდში“ გადიოდნენ მკურნალობას, თუმცა ბავშვების მდგომარეობა დაბადებისთანავე მძიმე იყო. სამწუხაროდ, გუშინ გოგონა - მარიამი დაიღუპა, დღეს ვაჟი - გიორგი. როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება კორონავირუსს ემსხვერპლა ნატოს მამაც, ასევე კოვიდინფიცირებულია ნატოს მეუღლეც და მკურნალობას კლინიკაში გადის.

"არცერთი არ მანდე და არ დამიტოვე გასაზრდელად, რატომ, რატომ, რატოოოომ“, - წერს სოციალურ ქსელში ნატო ფხაკაძის ბიძაშვილი თეო ცქიტიშვილი.

Ambebi.ge კლინიკა "ბომონდს“ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ბავშვების გადასარჩენად მთელი რეანიმაცია იბრძოდა.

"კოვიდდადებითი ბავშვები, რომელთაც კლინიკა "ბომონდის" ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცავლნენ.

ტყუპები, 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ და სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ. ბავშვები ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული და მთელი განყოფილება იბრძოდა ტყუპი ქალ-ვაჟის გადასარჩენად.

ბავშვები რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი დაბადებისას კოვიდდადებითი გახლდათ და კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა", - გვითხრა კლინიკა "ბომონდის" ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილმა".

  • ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს.