ავტორი:

უმძიმესი კადრები პერმის უნივერსიტეტიდან, სადაც შეიარაღებულმა სტუდენტმა ცეცხლი გახსნა - რას წერდა სოციალურ ქსელში თავდამსხმელი

უმძიმესი კადრები პერმის უნივერსიტეტიდან, სადაც შეიარაღებულმა სტუდენტმა ცეცხლი გახსნა - რას წერდა სოციალურ ქსელში თავდამსხმელი

რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 8 გარდაცვლილის შესახებ, თუმცა ამ დროისთვის არსებული ცნობებით, თავდასხმას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამართალდამცველთა ცნობით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია. სააგენტო Tass-ს საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს, რომ დაკავებული უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტია.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?15" data-telegram-post="radiogovoritmsk/60432" data-width="100%" data-single></script>

ის მარტო მოქმედებდა. როგორც BBC-ი წერს, თავდამსხმელს არ ჰქონია არც პოლიტიკური და არც რელიგიური მოტივი. გარდა ამისა, ცნობილია, რომ თავდასხმამდე მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ მოიცვა სიძულვილმა და სხვებისთვის ზიანის მიყენების სურვილმა.

"დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდი და მივხვდი, რომ დადგა დრო, გავაკეთო ის, რაზეც ვოცნებობდი", - ციტირებს სააგენტო "როიტერსი" თავდამსხმელის სიტყვენს სოციალურ ქსელშ გამოქვეყნებული პოსტიდან. "როიტერსის" ცნობითვე, აღნიშნული პოსტი უკვე აღარ იძებნება.

ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება თავდასხმის ამსახველი უმძიმესი კადრები:

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="ru" dir="ltr">Мужчина с оружием и в каске убил одного человека еще на подходе к зданию университета. ТГ-канал 112 сообщает о трех погибших в результате нападения. <a href="https://t.co/3GnBa08Tjx">pic.twitter.com/3GnBa08Tjx</a></p>&mdash; Рустем Адагамов (@adagamov) <a href="https://twitter.com/adagamov/status/1439849174833537026?ref_src=twsrc%5Etfw">September 20, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>