ავტორი:

"ახლა ვხვდები, რატომ იყვნენ კიმი და დემნა "მეტ გალაზე" ისეთი ლუქით..." - როგორ ეხმაურებიან ჩიკას სიკვდილს, რატომ "მოკლეს" მისი პერსონაჟი და რას ჰყვება "პუსკუნა" მსახიობის ახალ ცხოვრებაზე

"ახლა ვხვდები, რატომ იყვნენ კიმი და დემნა "მეტ გალაზე" ისეთი ლუქით..." - როგორ ეხმაურებიან ჩიკას სიკვდილს, რატომ "მოკლეს" მისი პერსონაჟი და რას ჰყვება "პუსკუნა" მსახიობის ახალ ცხოვრებაზე

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდით ჩცდ ერთ-ერთი სახასიათო პერსონაჟის, ჩიკას (ვაკელების ხაზი) გარეშე უნდა დაწყებულიყო, რადგნაც მისი როლის შემსრულებელი მსახიობი ანი ჩირაძე სხვა არხზე და სხვა შოუში წავიდა, მაყურებელი მე-18 სეზონის ასეთ შოკისმომგვრელ დაწყებას მაინც არ ელოდა. სეზონის პირველი სერია მისი გარდაცვალების სცენით დაიწყო, სადაც მისი ოჯახი, მეგობრები და ახლობლები ჩიკას გარდაცვალებას გლოვობენ...

სერიალის ეთერში გასვლის შემდეგ, ტრადიციულად სოციალური ქსელი სხვადასხვაგვარი კომენტარით აჭრელდა. მაყურებელი ძირითადად იმით აღშფოთდა, რომ გადამღებმა ჯგუფმა ჩიკას პერსონაჟი მოკლა. ამ ფაქტს ყველამ თავისი კეთილი თუ არცთუ კეთილი ახსნა მოუძებნა. საუბრობენ იუმორითაც და იმაზეც, რომ სერიალის სცენარისტმა მსახიობზე შური მისი პერსონაჟის გარდაცვალებით იმიტომ იძია, რომ ის სხვა არზე გადავიდა. კომენტარები კი უმეტესად ასეთი შინაარსის გახლავთ:

„ჩიკა კი არ უნდა მოეკლათ, სხვა მსახიობით შეცვალათ“. „ახლა ვხვდები, რატომ იყვნენ კიმი და დემნა "მეტ გალაზე" ისეთი ლუქით“. „არ უნდა დაგემარხათ ჩიკა, შეგეძლოთ, ამერიკაში გაგეშვათ ან სხვა რამე მოგეფიქრებინათ, რაღაც უაზროა ძაან. მუღამი დავკარგე. იქნებ მოუნდეს სერიალში დაბრუნება, მერე გააცოცხელებთ, თუ როგორ იქნება?!“ „ჩიკას გამო ვუყურებდი ჩცდ-ს დააბრუნეთ, არ უხდება „რუსთავი 2“-ის ახალ შოუში ტინგიცობა. ჩცდ-ს უხდებოდა ჩიკა. წავიდა და ძალით დაასაფლავეს სერიალში. ეგრე სხვა წასულებზე რატომ არ ქენით?“ „ჩემი აზრით, ჩიკას სიკვდილის სცენა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიზეზი - სხვა“. „გოლდენის ვაშლები გადააგორეს თუ ანტონოვკას“? „ისე მაგ ლოგიკით, თენგო და მთვარისა, რა პონტში არიან ცოცხლები? თან, დაბრუნდნენ „უძღები შვილები“... „ჩცდ არაჩვეულებრივად დაიწყო. ვისაც არ მოგწონთ, ნუ უყრებთ. თუ ჩიკას გამო უყურებდით, გადართეთ „რუსთავი 2“-ზე და დატკბით მისი ცქერით“. „ნამეტანი კარგი სიკვდილის მიზეზი მოგიფიქრებიათ“... „კი არ წავიდა სადმე, არამედ გარდაიცვალა, დამთრგუნველი იყო“... „მოიცადე, დაუმთავრდეს „რუსთავი 2“-თან კონტრაქტი, თუ ყუმბარით არ შემოვარდეს, - აგერ ნახავთ“... „ფანტასტიკის ჟანრს რომ მიმართონ და რაღაც ფორმით გააცოცხლონ? ესეც ხომ შეიძლება...“ „ტო, რა უყვეს ჩიკას, ვაკელების გული მოკლეს. რატო? რატო? რა მარგალიტებს ისროდა ხოლმე“...

AMBEBI.GE ჩცდ-ს მსახიობს ნინო ნოდიას ესაუბრა, რომელიც სერილაში ჩიკას მეგობარის პუსკუნას როლს ასრლებს.

- სიმართლე რომ გითხრათ, ჩვემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი... როდესაც ერთ დილასაც ახალი სეზონის პირველი სერიის სცენარი მივიღე, გამიხარდა, რადგან ჩავთვალე, ე.ი. სერიალში ისევ ვარ-მეთქი. შემდეგ ტექსტის კითხვა რომ დავიწყე, პირველი სერია, პირველი სცენა და წერია, - ვაკელები დგანან სასაფლაოზე... რეაქცია იყო შოკისმომგვრელი. ამიტომ, არ მიკვირს, მაყურებელს, რომელსაც უყვარს ეს სერიალი, ჩიკას ამბავი ასე რომ განიცადა. თან, მათგან ზოგიერთს სერიალის ამბის რეალობისგან გასხვავება უჭირს...

- კი, ასეც არის, მაგრამ დღეს მაყურებლის დიდ ნაწილს აქვს ერთი კითხვა - რატომ მოკლეს ჩიკა?

- მე გადაღების ჯგუფის ნაცვლაფ ვერაფერს ვიტყი, მხოლოდ საკუთარ აზრს მოგახსენებთ, ანუ იმას, ასეთი გადაწყვეტილების მიღება რამ განაპირობა. ანი სხვა არხზე გადავიდა. მისი პროექტი არ არის ერთ სეზონზე გათვლილი, რომელსაც დაასრულებს და უკან დაბრუნდება. როცა არხი ელენის ტიპის ლიცენზირებულ პროექტს ყიდულობს, ის არც ისე მცირე დროზეა გათვლილი, უფრო შორეული პერსპექტივის ამბავია. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ნულამდე იყო დასული ის შანსი, რომ ამ სეზონს იქ ჩაამთავრებდა და მერე სერიალში დაბრუნდებოდა. ყოფილა, რომ მსახიობები ამ პროექტიდან სხვა არხზე გადასულან, მაგრამ სერიალშიც რჩებოდნენ, კიდევ სხვანაირადაც ყოფილა, მაგრამ ისინი მათთვის ნაყიდ და შექმნილ შოუებში არ წასულან. დიდ პროექტებში მხოლოდ ერთ-ერთ ნაწილად მიდიოდნენ. ანის შემთხვევა სხვაა. თან, „რუსთავი 2“-ს რანაირად მოუდებოდა, მისთვის შეძენილი ფორმატის გმირი სხვა არხზეც ყოფილიყო?! ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ როდესაც ამ თემაზე ვმსჯელობ, აქედან გამომდინარე ლოგიკით ამას ვასკვნი.

- ჩიკას გარეშე თავს როგორ გრძნობდი? აქამდე ხომ მის გარეშე თითქმის არც ერთს სერიაში არ გამოჩენილხარ...

- კი, ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, ცალკე ხაზი არ მქონია. ჩიკას გარეშე და ასეთი მძაფრი სიუჟეტში მონაწიოლეობა პირველი იყო... თუმცა ამ სერიას რეალობად არ აღვიქვამ, ეს იყო აბსოლუტურად თამაში, ხუმრობა და გადასაღებ მოედანზე ჩვენი ემოციაც ასეთივე იყო. დანარჩენი, რეალისტები ვართ და ვიცით, რომ ჩიკას როლის შემსრულებელი ანი არის გადასარევად, ბედნიერად, ჯანმრთელად და აქედან გამომდინარე, ის მომენტი, რომ მისი პერსონაჟი მოკლეს, ის უსამსახუროდაა, რაც ნამდვილად ძნელია, - ასეთი ამბავი არ ყოფილა... ზოგადად, გეთანხმებით, არ არის სასიამობვნო, როდესაც სასაფლაოზე ხდება სიუჟეტის გადაღება, გარკვეულად დამძაბველიც არის, იქ ხალხია დასაფლავებული და ამ დროს რაღაც კომედიას იღებ, მაგრამ ასეა, გადაღება შესაძლოა, ასეთ ადგილასაც დაინიშნოს...

- საოცარი ტექსტები გქონდათ...

- ძალიან სასაცილო - მაგალითად, ეს „ხანდახან ისეთი კეთილი იყო, გოიმი გეგონებოდა“, ღიმილს იწვევს ჩიკას დატოვებული ანდერძიც, სადაც წერია, რომ ყვავილის ნაცვლად ვაშლები მომიტანეთ და არ იტიროთ... მერე სიკვდილიც ძალიან სულელურია - მშრალი ყინულის აბაზანაში ჩაწვა და გაიყინა... და ეს მეთოდიც რომ ვიღაცამ ურჩია, - მშრალი ყინულის აბაზანა ახალგაზრდავებს კანსო. ეს ყველაფერი კი მაყურებლისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც შაგუ ფსიქოლოგს, აზამასცევას ესაუბრება, რომელსაც ამაზე საოცარი რეაქცია აქვს - რა, სულელია?

- თავად ანის აზრი ხომ არ მოგისმენია მისი პერსონაჟის ასეთ ტრაგიკულ ფინალზე?

- ამ სერიის გადაღებაზე რომ მივდიოდი, ანიმ მითხრა - აბა, კარგად, „დასტოინად“ მიტირეო...

- გაბრაზებული ხომ არ არის?

- აბსოლურტურად არა. მას აქვს ახალი სამსახური, სადაც პროფესიულად უფრო დაიხვეწება. აქვს თავისი შოუ და არ არის სერიალის რიგითი პერსონაჟი. ეს უფრო საინტერესოა და ბედნიერია.

- „ფესიბუკზე“ ჩცდ-ს გვერდზე ჩიკას დასაფლავების შემდგომი სცენის ამსახველი ვიდეოს ასეთი წარწერა აქვს - ჩიკას დასაფლავების ლეგენდა. ამან ზოგს კომენტარებში იმისკენ უბიძგა, ეფიქრათ და დაეწერათ, რომ სერიალში რაღაც ზღაპრის, ან ფანტასტიკის ელემენტებიც შემოვა და სავარაუდოდ, ჩიკა რაღაც ფორმით სერილაში დაბრუნდება...

- არა, ამას ვერ წარმოვიდგენ... ისე, ხალხმა სერიალს ასეთი ემოციების გარეშე, მშვიდად რომ უყუროს, უკეთესი იქნება. ძალიან განიცდიან. ენერგია, ემოცია საყვარელ საქმეს და ადამიანებს მოახმარონ. ასე ღრმად და ფილოსოფიურად ნუ განსჯიან და შეაფასებენ ამ პროექტს. მეტი პოზიტივით ჯობს ცხოვრება.