ავტორი:

"თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებს ექნებათ და შეეძლებათ, ნებისმიერი აშანტაჟონ​" - იაგო ხვიჩია ფარულ ჩანაწერებზე

"თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებს ექნებათ და შეეძლებათ, ნებისმიერი აშანტაჟონ​" - იაგო ხვიჩია ფარულ ჩანაწერებზე

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებს ექნება და შეეძლებათ ნებისმიერი აშანტაჟონ , - ასე გამოეხმაურა "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "რეზიუმე" ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ჩანაწერებს.

იაგო ხვიჩიას თქმით, ამ ჩანაწერების არსებობა და გავრცელება თავად სუს-ის თანამშრომლებს უქმნის საფრთხეს.

როგორც ოპოზიციონერმა აღნიშნა, სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა ანადგურებდეს ამ აუდიომასალებს.

"თუ შენ ასეთი ტიპით მართვას აგრძელებ, გასაგებია, რომ იქ შენი ხალხი უნდა იყოს, მაგრამ ეს შენთვის არის საშიში. საბოლოო ჯამში, როდესაც ყველაფერი განათდება, ყველა დავინახავთ, სად ვცხოვრობდით, აღმოჩნდება, რომ ყველაფერზე შენ იყავი პასუხისმგებელი. რასაც ვუყურებ და რა ტემპითაც მიდის კამპანია, შეიძლება უფრო მეტი დავინახოთ და მე სულ არ მინდა, რომ ასე ხდებოდეს. ეს ამბავი საჯაროდ გასარჩევი არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაცას ვერ ავცდებით, რასაც ვუყურებ. მთავარი პრობლემა, რაც უნდა გავიაზროთ ყველამ არის, ჩვენ, ქართულმა სპეცსამსახურებმა თუ მოვაგროვეთ ინფორმაცია, ეს ახლა რუსულ სპეცსამსახურებს ექნებათ და შეეძლებათ ნებისმიერი აშანტაჟონ.

წინა ხელისუფლებამ მოაგროვა ინფორმაციები, რომელიც ახლა მის საწინააღმდეგოდ არის გამოყენებული, მისი მოგროვილია, მისი პასუხისმგებლობით გაკეთებული. ამ სიტუაციაში, ყველაზე საშიშ მდგომარეობაში არიან ისევ სპეცსამსახურები, კაციშვილმა არ იცის ასეთი ტიპის მასალები როგორ მოტრიალდება მომავალში. ამას ახლა თვითონ უნდა ანადგურებდნენ - ფიზიკურად კომპიუტერი არ უნდა არსებობდეს. ეს ყველაზე მეტად იმას არ აწყობს, ვინც ამაში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა, ეს აქამდე დავა საბოლოოდ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.