ავტორი:

რას სთავაზობს „ბიბლუსი“ ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს?

რას სთავაზობს „ბიბლუსი“ ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს?

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ უკვე მრავალი წელია ყოველ ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებული შეთავაზებებით ხვდება. ტრადიცია წელსაც გრძელდება და ჯერ კიდევ ზაფხულიდან „ბიბლუსი“ სკოლის მოსწავლეებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს როგორც ჩანთებზე, ასევე საკანცელარიო ნივთებზე.

„ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 2 მთავარი ბრენდი: ესპანური ბრენდი MILAN და ქართული ბრენდი PONTO, რომლებიც ჩანთების, პენალების, ფანქრების, სახატავი და საწერი აქსესუარების ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fbiblusi.ge%2Fvideos%2F1003949257068019%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

როგორც აღინიშნა, MILAN ესპანური ბრენდია, რომელიც უკვე წლებია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელშია წარმოდგენილი და მისი ხარისხის გამო მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. MILAN-ის ბრენდის ფანქრები და სხვა სახატავი ნაკრებები მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესში შეუცვლელ საშუალებებს წარმოადგენს.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fbiblusi.ge%2Fvideos%2F372950664375452%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

PONTO ქართული ბრენდია, რომელსაც „ბიბლუსის“ ერთგული მომხმარებელი ასევე ძალიან კარგად იცნობს. „პონტოს“ სახატავი ფანქრები განსაკუთრებულად უყვართ პატარებს, რადგან, გარდა იმისა, რომ ისინი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, თითოეულ შეფუთვაზე ბავშვების საყვარელი ანიმაციური ფილმების პერსონაჟები არიან გამოსახულნი.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fbiblusi.ge%2Fvideos%2F372004801090997%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

ამდენად, „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო აქსესუარებზე მრავალფეროვანი არჩევანი გელოდებათ. ჩანთების ფასი 14.95 ლარიდან იწყება, პენალებისა და 12-ფერიანი ფანქრების - 2.5 ლარიდან, ხოლო 48-ფურცლიანი რვეულების ფასი - 60 თეთრიდან.

R