ავტორი:

"30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო... ყველამ გულით ვიტირეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა" - რას წერს ოჯახის ახლობელი?

"30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო... ყველამ გულით ვიტირეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა" - რას წერს ოჯახის ახლობელი?

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ოჯახის ახლობელი, რომელიც ახალგაზრდას გასვენებაში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"მე პირველად ვიყავი ჩემზე ასაკით უმცროსი ადამიანის გასვენებაზე. 30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო. არსად მინახავს ადამიანებს მუჭის მიწა ცრემლით დაესველებინოს და ისე მოეფრქვიოს სამარეზე.

რამდენი მუჭაც იყო იმდენი მდუღარე ცრემლი გადმოჩქეფდა საბურთალოს სასაფლაოს აღმართიდან. ყველამ გულით ვიტირეთ განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა: "ნიკო ჩემო დედამიწაზე ანგელოზოო", მაგრამ ვერც ლოცვამ, ვერც ტირილმა და გოდებამ ვერ გამოაღვიძა იგი უკვდავი ძილიდან. საუკუნო ხსოვნა და მარადიული სასუფეველი გამორჩეულ ქართველს.მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად" - წერს ზურა გოგოხია.

ცნობისთვის, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.