კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი ნინო მახარაშვილი-ბარათაშვილი გარდაიცვალა. როგორც AMBEBI.GE-ის გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მახარაშვილს კორონავირუსის გადატანიდან ორ თვეში სისხლის დაავადება დაუდგინდა, რამაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.
"შარშან დაინფიცირდა კორონავირუსით, ინფიცირების შემდგომ, ორ თვეში გახდა ცუდად და აღმოაჩნდა მრავლობითი მიელომა, სისხლის დაავადება. შემდგომ თურქეთშიც წაიყვანეს, სწორედ იქ დაუსვეს ეს დიაგნოზი. ბოლო 2 თვეა ძალიან ცუდად იყო, დღეს გარდაიცვალა" - გვიყვება მახარაშვილის ახლობელი.
ახალგაზრდა ლექტორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები, სტუდენტები და მეგობრები ეხმაურებიან:
"ძალიან ძნელია Nino Makharashvili-Baratashvili-ზე წარსულში ილაპარაკო, ადამიანზე, რომელშიც შერწყმული იყო სილამაზე, ნიჭი და განათლება, იყო საიმედო კოლეგა და მეგობარი. რამოდენიმე პროექტის განხორციელება გვსურდა ერთად, მაგრამ ვერაგმა სენმა ამ ქვეყნად არ დაგვაცალა. მჯერა და წამს იმქვეყნად ცხოვრება გრძელდება და იქ მაინც შევძლებთ ჩვენი იდეების განხორციელებას. საშინლად დამწყვიტე გული, შეხვედრამდე პროფესორო!!!"
"ეს რა საშინელი ამბავია ქალბატონო ნინო !!! რა უსამართლოა ეს ცხოვრება , არც კი მჯერა ან როგორ უნდა დავიჯერო ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს უთბილესო ადამიანო როგორ დამწყვიტეთ გული, თითოეული ჩვენი შეხვედრა წინ დამიდგა რა საშინელებაა"
"საუკეთესო დეკანი ნამდვილად ყველას დააკლდება ეს უნიჭიერესი პიროვნება"
"ყველაზე ძალიან მიხაროდა შენი ნახვა გუშინ ვიყავი სამსახურში, გეძებდი, გიკითხე სად არის მეთქი ნინ მიყვარხარ ძალიან და სულ მეყვარები"
"დაწერა უბრალოდ მიჭირს, მაგრამ ერთი ორი სიტყვით ვეცდები ჩემი მწუხარება გამოვხატო ამ უდიდესი ადამიანის წასვლით ამ ქვეყნიდან. ჩვენი დაბადების შემდეგ უკვე განისაზღვრება საზოგადოებათა წრე და ის სიციუმი რომელესაც ვიცნობთ დაბადებიდან გარდაცვალებამდე და ალბათ მას შემდეგაც, მაგრამ არის კიდევ მეორე ნაწილი ეს ცხოვრებიალს სიურპრიზია ის გვახვედრებს ადამიანებს რომლებიც ერთი ორად ცვლიან ჩვენს ხედვებს.. ჩვენი აღქმები კი ჩვენი ცხოვრება რომელიც შემდგომში გვაყალიბებს იმად რაც ვართ.. განათლება რომ კარგი მათემათიკის ან სხვა რომელიმე პროფესიის ცოდნა არ არის ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით. ქალბატონი ნინო იყო ნამდვილი პროფესიონალი, საუკეთესო ლექტორი, დეკანი, ია იყო სიყვარული, იყო იმედი და იყო იმ ცხოვრების განსხვავებული ხედვა, რომელსაც გინდათ განათლება დაარქვით გინდათ პროფესიონალიზმი და რაც გინდათ ისე.. მაგრამ ერთი რამ ფაქტია ის განსაკუთრებული ადმინი იყო. ვიზიარებ ამ უდიდეს ტკივილს."
ნინო მახარაშვილი წლების განმავლობაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მუშაობდა. ის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი იყო.