ავტორი:

გერმანიაში 30 წლის მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა - "მძევლების აყვანას წინ უძღოდა დაპირისპირება"

გერმანიაში 30 წლის მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა - "მძევლების აყვანას წინ უძღოდა დაპირისპირება"

გერმანიაში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, გზატკეცილის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტობუსის სამი მძღოლი მძევლად აიყვანა.

როგორც გამოცემა "ინდეფენდენთი“ წერს, დაკავებული 30 წლისაა და ეროვნებით სერბია. ამ დროისთვის უცნობია იყო თუ არა მამაკაცი შეიარაღებული. პოლიციის ინფორმაციით, იარაღი ამ ეტაპზე აღმოჩენილი არ არის.

მძევლების აყვანას წინ უძღოდა დაპირისპირება ავტობუსში მგზავრების მონაწილეობით, რის შედეგადაც ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირება სახიფათო სიტუაციაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ავტობუსი გააჩერეს და მგზავრები ჩამოვიდნენ.

სამი მძღოლი ავტობუსში დარჩა და სწორედ ისინი აიყვანა მძევლად მამაკაცმა, რომელიც თავად ამბობდა, რომ შეიარაღებული იყო

ამ დროისთვის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.