ავტორი:

"19-ში ფესტივალზე იმღერა, 20-ში წამოვიდა და ბავშვიც გააჩინა... ძალიან ბედნიერები ვართ" - ეკა მამალაძის პირველი ემოციები ნატალიას მშობიარობის შემდეგ

"19-ში ფესტივალზე იმღერა, 20-ში წამოვიდა და ბავშვიც გააჩინა... ძალიან ბედნიერები ვართ" - ეკა მამალაძის პირველი ემოციები ნატალიას მშობიარობის შემდეგ

მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე დედა გახდა. მას და მის მეუღლეს აჩი ჯაფარიძეს პირველი საერთო შვილი სანდრო ჯაფარიძე შეეძინა.

AMBEBI.GE ნატალიას დედას, მომღერალ ეკა მამალაძეს ესაუბრა:

ეკა მამალაძე:

- მშობიარობამ ძალიან კარგად, ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. ძალიან ბედნიერები ვართ. მეოთხე ვაჟი შემეძინა - სანდრო ჯაფარიძე. გოგოც კარგი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს, მთავარია, ჯანმრთელი იყოს. სახელი ნატალიამ შეურჩია.

ნატალია ახალ ბინაში გადადიოდა და მასზე იყო მთელი ეს გადასვლის პროცესი, ძალიან ბევრი იშრომა, ვეხმარებოდით, მაგრამ თავის სახლში, მაინც ყველაფერი თავად გააკეთა. იმ დღეს ყველაფერი დაალაგა და დილით ბავშვი გააჩინა.

ნატალია ბუნებრივად იღებდა ამ მოვლენას, ისიც და მეუღლეც ძალიან შვიდად და წყნარად იყვნენ, 19 სექტემბერს წინანდლის ფესტივალზე იმღერა, 20-ში იქნედან წამოვიდა და ბავშვიც გააჩინა.

- როგორი ბებია ხართ?

- ჩვეულებრივი ბებია ვარ, როგორც ყველა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კარგი ბებია ვარ. უბრალოდ ბავშვები ჩემთან არ ცხოვრობენ და სისტემატურად ჩართული არ ვარ.

- ქალბატონი ნანი როგორ შეხვდა შვილთაშვილის დაბადებას?

- ნანიც ძალიან შვიდად უყურებდა ამ ამბავს. ბუნებრივია, ადამიანი ღელავს როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ღელვა იყო ძალიან ზომიერი. რომ დაიბადა ადრიანი დილა იყო და მე რომ წავედი ნანის ეძინა. როგორც კი გაჩნდა, დავურეკე: ყველაფერი კარგად არის, დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი-მეთქი და ასე გახარებულები და გაბედნიერებულები შევხვდით ამ ამბავს.

შეგახსენებთ, რომ ნატალია და აჩი ჯერ კიდევ 2017 წელს დაქორწინდნენ, საზოგადოებას კი ინფორმაცია მათი დაოჯახების შესახებ ერთი წლის შემდეგ, 2018 წელს გაუმხილეს.

სანდრო ჯაფარიძე წყვილის პირველი საერთო შვილია. პირველი ქორწინებიდან აჩიკო ჯაფარიძეს სამი შვილი ჰყავს.