ავტორი:

"შენ ხო მაინც განათხოვარი ხარ, წამოდი, გაჩვენო, რა კარგი საწოლი მაქვსო..." - რას ყვება ნელი აგირბა წლების წინ გადატანილ სექსუალურ შევიწროებაზე

"შენ ხო მაინც განათხოვარი ხარ, წამოდი, გაჩვენო, რა კარგი საწოლი მაქვსო..." - რას ყვება ნელი აგირბა წლების წინ გადატანილ სექსუალურ შევიწროებაზე

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "The Talk შოუს" ერთ-ერთმა წამყვანმა, ნელი აგირბამ საკუთარი ცხოვრების ის ეპიზოდები გაიხსენა, როდესაც სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. როგორც აგირბამ აღნიშნა, დღემდე ამ თემაზე საჯაროდ არ უსაუბრია.

"პირველი, რაც გამახსენდა, იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს ბავშვობაშიც პრობლემა იყო, იმიტომ რომ ფეხზე ხელს მადებდნენ სამარშრუტო ტაქში. შემდეგ ვისწავლე შეიარაღებულმა სიარული, სათლელი დანა დამქონდა და თუ მსგავსი რაღაც ხდებოდა, უბრალოდ ვშლიდი ამ დანას. ამაზე ხმა არასდროს ამომიღია, ამიტომ ეს მე დღემდე ძალიან ცუდად მახსოვს.

კიდევ ერთი ფაქტი, რომლის გადატანაც ძალიან გამიჭირდა და ახლაც უსიამოვნო, ჭუჭყის შეგრძნება დამრჩა, რადგან არც ამაზე მისაუბრია... ბავშვებთან ერთად ვიყავი კახეთში, რთველში. ვენახში მომუშავე ადამიანმა, მითხრა: წამოდი, გაჩვენო, სად ვცხოვრობო და იქვე მდგარ კონტეინერზე მიმითითა. შენ ხომ მაინც განათხოვარი ხარ, ნახე, რა კარგი საწოლი მაქვსო.

ბავშვებთან ერთად ვიყავი და თავი გამოვიშტერე, ვითომ ვერ გავიგე, რა უნდოდა. მერე კარგა ხანი ვტიროდი და მაკანკალებდა სახლში, თითქოს ხომ არაფერი, დღემდე არაფერი არ მითქვამს და ახლა ვეტყვი "იდი...". იქ ბავშვებთან ერთად ვიყავი და დავიბენი, მაგრამ იყო შემთხევავა, როდესაც ვთქვი.

ეს უკვე სამსახურებრივი ამბავია, ჩემ გარდა ჩემზე კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო დამოკიდებული. მაგიდასთან ვსხედვართ და საკმაოდ გავლენიანი დამკვეთი, უცებ მაისურის ქვეშ მიცურებს ხელს და მეუბნება: - ამ საქმეზე ვისაუბროთ ნომერში. იმ მომენტში ვუთხარი, ხელი გაწიე-მეთქი და შემთხვევით მომივიდაო. გავიქეცი, ჩავიკეტე, ტელეფონი გამოვრთე და ვზივარ შეშინებული - რა ვქნა ახლა, სამქე ჩავშალო და ეს ამდენი ადმაიანი დავტოვო ასე, თუ ავიდე? არა, როგორ შეიძლება ავიდე, რაღაცას მიზამს. შეშინებული ვზივარ და მერე მივხვდი, რომ ჩემი ნებართვის გარეშე ვერაფერს მიზამს. იმაზე უარესს ვერ მიზამს, რასაც მე იმ მომენტში ჩემს თავს ვუკეთებდი, მსხვერპლის როლში რომ ვიყავი. ჩავრთე ტელეფონი, დავურეკე და ვუთხარი: - მე ამოვდივარ, ოღონდ იცოდე, სექსი არ იქნება... ღიად ვუთხარი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით. ავედი, ვისაუბრეთ, იქვე ვუთხარი იგივე, განვუმარტე, რომ ჟურნალისტი ვარ და ბოლომდე დავიცავ თავს. იმან თავი გმოიშტერა, რა სისულელა, ამაზე არც ყოფილა საუბარი.

ფაქტია, რომ ამან გააჩერა და შემდეგ საქმეც არ გაფუჭდა", - ყვება ნელი აგირბა.