ავტორი:

"ანჯელინა ეშმაკურად მოიქცა... ისინი აქ დაქორწინდნენ" - ბრანჯელინას ბრძოლის ახალი ეტაპი და დავა 164-მილიონიანი ფრანგული სასახლისთვის (ფოტოები)

"ანჯელინა ეშმაკურად მოიქცა... ისინი აქ დაქორწინდნენ" - ბრანჯელინას ბრძოლის ახალი ეტაპი და დავა 164-მილიონიანი ფრანგული სასახლისთვის (ფოტოები)

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვარსკვლავური წყვილი ჰოლივუდში ყველაზე ლამაზ, მომხიბვლელ და ჯადოსნურ წყვილად ითვლებოდა, თუმცა ერთ დროს შეყვარებულების ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და განქორწინების შემდეგ არაერთი საკითხია, რაზეც ისინი ვერ თანხმდებიან.

ბრანჯელინას შორის მთელი რიგი დავებია, რომლებსაც სასამართლო განიხილავს და ეს არ ეხება მხოლოდ შვილებზე მეურვეობას.

ბოლო ცნობებით, ამჯერად ბრედი და ანჯელინა ერთმანეთს საფრანგეთში მდებარე 164-მილიონ დოლარად შეფასებული სასახლის გამო ედავებიან. უფრო ზუსტად კი, ბრედის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს - ისინი ანჯელინას "ეშმაკურ ქმედებებში" ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ცდილობს, თავისი 50%-იანი წილი ყოფილი ქმრის თანხმობის გარეშე გაყიდოს.

სასახლე ბრედისა და ენჯის საერთო ქონებაა. როგორც pagesix წერს, წყვილი შეთანხმებული იყო, რომ თუკი ერთ-ერთი მათგანი წილის გაყიდვას გადაწყვეტდა, ჯერ უნდა ეკითხა თანამფლობელისთვის, ხომ არ სურდა მისი მთლიანად გამოსყიდვა.

აღსანიშნავია, რომ 1000 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულ სასახლესა და ბაღს ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ეს არის ადგილი, სადაც 2014 წელს მათ, შვილების გარემოცვაში, საიდუმლოდ საიდუმლოდ იქორწინეს.

სასამართლო დოკუმენტის მიხედვით, სახლს ფლობს კომპანია Quimicum, რომლის 60%-იანი წილის მფლობელი ბრედ პიტი იყო, ხოლო 40%-იანი წილის მფლობელი ანჯელინა ჯოლი.

დაშორებამდე სამი წლით ადრე ბრედმა ათი პროცენტი ანჯელინას გადასცა, რათა თანაბარი ქონება ჰქონოდათ და თანაბარი აქციონერები ყოფილიყვნენ.

წყაროს ცნობით, მაშინ ანჯელინა და ბრედი შეთანხმდნენ, რომ თუკი ოდესმე აქციების გაყიდვა მოუნდებოდათ, ნებართვა ერთმანეთისთვის ეთხოვათ, ახლა კი ბრედის ადვოკატის სარჩელში ნათქვამია, რომ "ჯოლი ეშმაკურად, ყოფილი ქმრის ნებართვის გარეშე შეეცადა თავისი აქციების გაყიდვას.“

წყვილის ის თაყვანისმცემლები, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ბრანჯელინა ისევ შერიგდება, დამწუხრებულნი არიან, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ რადგანაც ბრედმა სასამართლოს მიმართა, ეს ნიშნავს, რომ მას არ სურს ვინმე სხვამ იყიდოს სახლი, რომელსაც ყველაზე ბედნიერი წუთები უკავშირდება