ავტორი:

"ლუგარის ლაბორატორია დიდ რისკს უქმნის რუსეთს" - რას აცხადებს "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი

"ლუგარის ლაბორატორია დიდ რისკს უქმნის რუსეთს" - რას აცხადებს "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი

"საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორია ძალიან დიდ რისკს უქნის რუსეთს", - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა ანა პოპოვა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ დაკარგა ბიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური სუვერენიტეტი.

"ჯერ ერთი, ის ძალიან ახლოსაა და მეორეც, ეს ხდება ქვეყანაში, რომელმაც, ჩემი აზრით, დაკარგა ბიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური სუვერენიტეტი. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი რისკია", - აღნიშნა პოპოვამ.