რუსეთის ხაბაროვსკის ოლქში ან-26 ტიპის თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებოსიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ტექნიკურ ფრენას ახორციელებდა, 6 ადამიანი იმყოფებოდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოებს არასათანადო ამინდი აფერხებს.