ავტორი:

"ნაცმოძრაობასაც" ჰყავს თავის "ტროლ-ბოტების" ლაშქარი და "ოცნებასაც"იცოცხლე, ჩვენ სურვილი არ გვაქვს, "ტროლები" და მამაძაღლები გვყავდეს" - ელისაშვილი

"ნაცმოძრაობასაც" ჰყავს თავის "ტროლ-ბოტების" ლაშქარი და "ოცნებასაც"იცოცხლე, ჩვენ სურვილი არ გვაქვს, "ტროლები" და მამაძაღლები გვყავდეს" - ელისაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰყავს თავის "ტროლ"-"ბოტების" ლაშქარი და "ქართულ ოცნებასაც" - იცოცხლე - ეს არის საძაგლობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის "ტროლებთან" დაკავშირებით "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შალვა პაპუაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავარ საკითხებზე საუბრის ნაცვლად, „ტროლების" მეშვეობით ზიზღის და სიძულვილის გავრცელება ხდება.

„საზიზღრობაა ეს „ტროლები“ და „ბოტები“. სამწუხაროდ, ყველა პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰყავს თავის „ტროლ“- „ბოტების“ ლაშქარი და „ქართულ ოცნებასაც“ - იცოცხლე. გვახსოვს კიდეც, „ფეისბუქმა“ რომ გააუქმა ეს გვერდები. ეს არის საძაგლობა. მიდის ზიზღის ნთხევა ერთი და მეორე მხრიდან. არც „ქართული ოცნებაა“ ამ მხრივ ანგელოზი და არც „ნაციონალური მოძრაობა", როცა დასჭირდებათ ხოლმე დარაზმავენ თავის ზიზღის მფრქვეველებს და მიდის წყევლა-კრულვა. მიდის იმაზე ლაპარაკი, რაზეც არ უნდა ვლაპარაკობდეთ და არ მიდის იმაზე, რაზეც უნდა ვლაპარაკობდეთ. ჩვენი პარტია ძალიან პატარა პარტიაა, ერთი წელი შეგვისრულდა სექტემბერში, რაც დავრეგისტრირდით. რესურსები ძალიან ცოტა გვაქვს და არანაირი სურვილი არ გვაქვს, „ტროლები“, „ბოტები“ და ვიღაც მამაძაღლები გვყავდეს”, - განაცხადა ელისაშვილმა.